ღვარცოფმა ამბროლაურის აეროპორტის დამცავი კედლის ნაწილი დააზიანა

ღვარცოფმა ამბროლაურის აეროპორტის დამცავი კედლის ნაწილი დააზიანა

უხვმა ნალექმა რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში მდინარეების ადიდება გამოიწვია, რის შედეგადაც სავარგულების და სახნავ–სათესი მიწების ნაწილი დაიტბორა. ამის შესახებ ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოვარდნილმა ღვარცოფმა დააზიანა ამბროლაურის აეროპორტის დამცავი კედლის ნაწილი და გამოიწვია მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა.

სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ამბროლაურის აეროპორტის წარმომადგენლებთან ერთად სტიქიის ზონში იმყოფებოდა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად მობილიზებულ იქნა შესაბამისი ტექნიკა. გაწმენდითი სამუშაოები მთელი დღის მანძილზე მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტებში შექმნილია სამუშაო ჯგუფები, რომლებიც სწავლობენ ადგილზე არსებულ მდგომარეობას.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი