სო­ფე­ლი ხა­რა­გა­ულ­ში, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გი არ გა­აჩ­ნია

სო­ფე­ლი ხა­რა­გა­ულ­ში, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გი არ გა­აჩ­ნია

ევ­გე­ნი ხა­რა­ძე, არ­ჩილ ხა­რა­ძე, ნა­დეჟ­და ხა­რა­ძე, კი­ტა ბუ­ა­ჩი­ძე, თენ­გიზ ბუ­ა­ჩი­ძე, რე­ზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი, - ექ­ვ­სი­ვე ხა­რა­გა­უ­ლის ერ­თი ციც­ქ­ნა სოფ­ლის, ფარ­ცხ­ნა­ლის მად­ლი­ან ბუ­ნე­ბა­ში იშ­ვა, ახ­ლა კი დი­დუ­ბის პან­თე­ონ­ში გა­ნის­ვე­ნე­ბენ... ეს არ არის სრუ­ლი სია: ერ­თი ცი­და სო­ფელ­მა, სა­დაც 400 კომ­ლია აღ­რიცხუ­ლი, მაგ­რამ მხო­ლოდ 200 ცხოვ­რობს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და მსოფ­ლი­ოს ოთხი აკა­დე­მი­კო­სი, ორ­მოც­ზე მე­ტი პრო­ფე­სო­რი და მეც­ნი­ე­რე­ბის, ხე­ლოვ­ნე­ბი­სა თუ მწერ­ლო­ბის არა­ერ­თი ღირ­სე­უ­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი აღუ­ზარ­და...

აქ და­ი­ბად­ნენ და გა­ი­ზარ­დ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში შვიდ მეც­ნი­ე­რე­ბას და­უ­დეს სა­თა­ვე და ამით სა­ქარ­თ­ვე­ლო და ფარ­ცხ­ნა­ლი მსოფ­ლი­ოს გა­აც­ნეს... სოფ­ლის ღირსეული წარ­მო­მად­გე­ნ­ლები წლე­ბის მან­ძილ­ზე ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­დნენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელს. სო­ფელ­ში ხუმ­რო­ბენ, - ფარ­ცხ­ნალს სა­საფ­ლაო არ სჭირ­დე­ბა, აქ ყოველი მე­ო­რე პან­თე­ო­ნის ბი­ნა­და­რი ხდე­ბაო... სოფ­ლის ის­ტო­რი­ის ფურ­ც­ლებს ასე­ვე ამ­შ­ვე­ნებს ცნო­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ აქ ერ­თი წლის მან­ძილ­ზე, პე­და­გო­გად მუ­შა­ობ­და 18 წლის გა­ლაკ­ტი­ონ ტა­ბი­ძე...

ფარ­ცხ­ნალ­ზე, რო­მელ­საც თა­ვი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბით მსოფ­ლი­ო­ში ანა­ლო­გი არ გა­აჩ­ნია, რე­ზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხალ­ხო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი თე­ატ­რის და­მა­არ­სე­ბელ­მა, სცე­ნა­რის­ტ­მა, მსა­ხი­ობ­მა და რე­ჟი­სორ­მა, იზა ვეფხ­ვა­ძემ წიგ­ნი გა­მოს­ცა.

იზა ვეფხ­ვა­ძე:

- ჩვე­უ­ლებ­რი­ვი იმე­რუ­ლი სო­ფე­ლია - მა­ღა­ლი, ცა­და­ზი­დუ­ლი მთე­ბის ძი­რას გაშ­ლი­ლი, ჭა­ლა­კებ­ში ჩაფ­ლუ­ლი წყლის წის­ქ­ვი­ლე­ბით, ფერ­დო­ბებ­ზე შე­ფე­ნი­ლი ოდა-სახ­ლე­ბით, უმ­შ­ვე­ნი­ე­რე­სი ეზო­ე­ბი­თა და ას­წ­ლო­ვა­ნი ხე­ე­ბით დამ­შ­ვე­ნე­ბუ­ლი. ერ­თი შე­ხედ­ვით, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სო­ფე­ლი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი იმით გახ­ლავთ, რომ აქ და­უ­ჯე­რებ­ლად ბევ­რი სა­ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნის აკ­ვა­ნი და­ირ­წა... გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, ფარ­ცხ­ნალ­ში სო­ლო­მონ მე­ო­რეს სა­ზაფხუ­ლო რე­ზი­დენ­ცია ჰქო­ნია. სო­ფელ­ში არის ად­გი­ლე­ბი, რო­მელ­საც დღემ­დე უწო­დე­ბენ "მე­ფის ნა­სახ­ლარს", "მე­ფი­სად­გომს", "მე­ფის ნა­ვე­ნა­ხარს". ერთ-ერ­თი გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, კა­ხო­რის მთა­ზე კა­ხო­რის წმინ­და გი­ორ­გის სა­ლო­ცა­ვის აგე­ბა მე­ფე თა­მარს უკავ­შირ­დე­ბა. ეს ტა­ძა­რი საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წლებ­ში ნა­ცარ­ტუ­ტად აქ­ცი­ეს, წმინ­და ხა­ტე­ბი კი ტყე­ებ­ში მი­მო­ფან­ტეს პი­რუტყ­ვ­თა და ნა­დირ­თა სათ­რე­ვად... სწო­რედ ფარ­ცხ­ნალ­ში, თა­ბუ­კაშ­ვი­ლე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლო ოდა-სახ­ლ­ში და­ი­ბა­და ქარ­თუ­ლი დო­კუმენ­ტუ­რი კი­ნოს ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი, რე­ზო თა­ბუ­კაშ­ვი­ლი და მი­სი ვა­ჟი - ლა­შა...

- ამ პა­ტა­რა სო­ფელს მხო­ლოდ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ეყო­ფო­და სა­ა­მა­ყოდ, მაგ­რამ სხვა­დას­ხ­ვა სფე­როს უთ­ვალ­სა­ჩი­ნო­ე­სი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, ვინც სწო­რედ ამ მი­წამ ასაზ­რ­დო­ვა, ათე­უ­ლებს სცდე­ბა... მო­დი, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვითხ­რეთ, ვის შე­სა­ხე­ბაც შე­საძ­ლოა, არც კი იცო­დეს ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ... ვინ იყ­ვ­ნენ ისი­ნი და რა შეს­ძი­ნა მათ­მა ღვაწ­ლ­მა ჩვენს სამ­შობ­ლოს?

- ახ­ლა ყვე­ლას ჩა­მოთ­ვ­ლა შე­უძ­ლე­ბე­ლია. თუმ­ცა, ვეც­დე­ბი რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნის შე­სა­ხებ მო­გითხ­როთ... რად­გან რე­ზო და ლა­შა თა­ბუ­კაშ­ვი­ლებ­ზე ხში­რად წა­უ­კითხავთ, ამ­ჯე­რად, და­ვიწყოთ ევ­გე­ნი ხა­რა­ძე­ზე სა­უბ­რით... ის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ას­ტ­რო­ნო­მი­ის ქარ­თუ­ლი სკო­ლის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი და აბას­თუმ­ნის ას­ტ­რო­ფი­ზი­კუ­რი ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის და­მა­არ­სე­ბე­ლი გახ­ლ­დათ. 60 წლის მან­ძილ­ზე ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის უც­ვ­ლე­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი იყო. ასე­ვე, თსუ-ის რექ­ტო­რად და მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის პრე­ზი­დენ­ტად მუ­შა­ობ­და. ჯერ კი­დევ სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რ­დამ, კონ­ტაქ­ტი და­ამ­ყა­რა ლე­ნინ­გ­რა­დის ას­ტ­რო­ნო­მი­უ­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ტის დი­რექ­ტორ­თან, პრო­ფე­სორ ნუ­მე­როვ­თან და გახ­და მი­სი ას­პი­რან­ტი, მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­მეც­ნი­ე­რო ექ­ს­პე­დი­ცი­ა­ში - იმ­დ­რო­ინ­დე­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მას­შ­ტა­ბით, პირ­ვე­ლი სამ­თო ას­ტ­რო­ფი­ზი­კუ­რი ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის ასა­შე­ნებ­ლად სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ად­გი­ლი უნ­და შე­ერ­ჩი­ათ. პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი ას­ტ­რო­ნო­მი თა­ვად გახ­ლ­დათ... მი­სი ძა­ლის­ხ­მე­ვით აშენ­და აბას­თუმ­ნის პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვა­ნი ობ­სერ­ვა­ტო­რია და ყა­ნო­ბი­ლის მა­ნამ­დე უც­ნო­ბი სე­რი მსხვილ მსოფ­ლიო სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტ­რად გა­და­იქ­ცა. მა­ლე ევ­გე­ნი ხა­რა­ძემ თსუ-ში ას­ტ­რო­ნო­მი­ის კა­თედ­რა შექ­მ­ნა, შე­ად­გი­ნა სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი, აღ­ზარ­და არა­ერ­თი კად­რი... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

ჟურნალისტი კობა ალხაზაშვილი, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, გარდაიცვალა

"რემდესივირის" 10 000 ფლაკონი უკვე თბილისშია - თენგიზ ცერცვაძე

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები - შეთავაზებული ტერიტორიები, სადაც კარვები უნდა გავშალოთ, ჩვენთვის მიუღებელია