რა ღირს სწავლა საქართველოს პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში

რა ღირს სწავლა საქართველოს პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში

კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო ინსტიტუტების დაფუძნების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტმა 1991 წელს მიიღო. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო არასახელმწიფო უნივერსიტეტების დაფუძნება, ბევრი მათგანი კი დღეს ქვეყანაში ყველაზე პრესტიჟულადაც ითვლება.

შესაბამისად, მსგავს უმაღლეს სასწავლებლებს სწავლის საკმაოდ მაღალი საფასური აქვთ დაწესებული. Allnews.ge დაინტერესდა, რომელი უნივერსიტეტები მიიჩნევა ყველაზე პრესტიჟულად საქართველოში და რას სთავაზობს მსგასი სასწავლებლები სტუდენტებს.

გთავაზობთ მათ ჩამონათვალს საფასურის მიხედვით:

საავიაციო უნივერსიტეტი - 2005 წელს საავიაციო სასწავლო-სამეცნიერო ინსტუტი "საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გამოეყო და მას შემდეგ დამოუკიდებლად ფუნქციონირებს. უნივერსიტეტს რამდენიმე საბაკალავრო პროგრამა აქვს და სტუდენტებს პრაქტიკული სწავლების საშუალებასაც აძლევს, რადგან მომავალ პილოტთა და ავიასპეციალისტთა პრაქტიკული მომზადების მიზნით, მის მფლობელობაშია ქალაქ თელავში მდებარე ინსფრასტრუქტურითა და ტექნიკით აღჭურვილი აეროპორტი. უნივერსიტეტში საფრენოსნო ფაკულტეტზე სწავლის წლიური ღირებულება ბაკალავრიატზე 8 750 ლარია.

თავისუფალი უნივერსიტეტი - ეს სასწავლებელი კახა ბენდუქიძემ დააარსა. "თავისუფალი უნივერსიტეტის" მისია სტუდენტებისთვის თავისუფალ აზროვნებაზე დაფუძნებული ღირებულებების ჩამოყალიბებაა, რათა მათ ორიენტირება და ადაპტირება ნებისმიერ გარემოში შეძლონ.

ისევე როგორც სხვა უნივერსიტეტები, "თავისფალი უნივერსიტეტიც" რამდენიმე პროგრამას გვთავაზობს: ბიზნესის სკოლა (ESM) - სწავლის საფასური 7 950 ლარი წელიწადში, საერთაშორისო ურთიერთობებზე (აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი), სამართლის სკოლაში, კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლასა და სხვა ფაკულტეტებზე სწავლის გადასახადი კი 6 950 ლარია წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი