როდიდან დაიწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები - ინფორმაცია მოსწავლეებისთვის

როდიდან დაიწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები - ინფორმაცია მოსწავლეებისთვის

ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება. როგორც "ინტერპრესნიუსს" შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა განუცხადა, საგამოცდო პროცესი ტრადიციულად ქართულ ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულია 41 500-ზე მეტი აბიტურიენტი, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა გამოსაშვები გამოცდების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

აბიტურიენტებთან ერთად ეტაპობრივად ერთიან ეროვნულ გამოცდებში მაგისტრობის მსურველები, სტუდენტები და პედაგოგები ჩაერთვებიან.

წელს საქართველოს მასშტაბით 23 საგამოცდო ცენტრი იქნება გახსნილი. საგამოცდო ცენტრებს სავარაუდოდ თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში მდებარე 103-ე სკოლა დაემატება. ყველაზე დიდი საგამოცდო ცენტრი ისევ ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება, თუმცა იქ სექტორების რაოდენობა შემცირდება.

როგორც მაია მიმინოშვილმა აღნიშნა, სავარაუდოდ, მომავალში ტექნიკურ უნივერსიტეტში საგამოცდო ცენტრი აღარ განთავსდება, რადგან მისივე განმარტებით, პროცესის უკეთ წარმართვისთვის სასკოლო ინფრასტურქტურა გაცილებით უფრო მოსახერხებელია.

შარშანდელის მსგავსად, წელსაც ეროვნული გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივლისს დასრულდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი