ამერიკული ავტომობილების 50%-ს საბუთში უწერია, რომ ჯართია

ამერიკული ავტომობილების 50%-ს საბუთში უწერია, რომ ჯართია

მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვამ ამ ავტომობილების რეალიზაცია მინიმუმამდე დაიყვანა. ეს მაშინ, როცა 2016 წელს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი საქართველოში 40%-იან ზღვარს გადასცდა. ყველაზე დიდი ზარალი ამ რეგულაციის გამო ავტოდილერებმა ნახეს.

"იაპონური ანუ მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ხარისხითაც ჯობია ამერიკულს და გაცილებით ახალიც არის. ამიტომ, ისინი ძალიან კარგად იყიდებოდა. ამჟამად რა ხდება? - ბაზარზე მოიმატა ამერიკიდან შემოსული ავტომობილების რიცხვმა, რომელთა 50%-ს საბუთში უწერია, რომ ეს არის junk ანუ ჯართი. ესე იგი, ჩვენ, ქართველები, მეჯართეები ვყოფილვართ - შემოგვაქვს ჩამოწერილი, ჯართად ქცეული მაქანები და მერე ამ ჯართით დავდივართ", - განაცხადა ერთ-ერთმა დილერმა "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას.

იაპონური ავტომანქანების რიცხვის შემცირებაზე საუბრობენ ავტოიმპორტიორებიც. ამის თაობაზე შპს "ფორვარდერის" დირექტორის მოადგილე დავით ჯეჯელავა გვესაუბრა:

- კომპანია "ფორვარდერი" სახმელეთო და საზღვაო გადაზიდვებით არის დაკავებული და სხვადასხვა სახის ტვირთი შემოაქვს, მათ შორის, ავტომობილებიც. ამერიკიდან მანქანები ადრეც შემოგვყავდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც იაპონური მანქანების შემოყვანა შეიზღუდა, ამერიკული მანქანების იმპორტი ძალიან გაიზარდა. რა ბედი ეწია უკვე შემოყვანილ იაპონურ ავტომობილებს? - ცნობილი ფაქტია, რომ გასულ წელს საქართველოში იაპონური ავტომობილების დიდი რაოდენობა შემოვიდა. დაახლოებით 6 თვის წინ, უამინდობის გამო ფოთის პორტში შესასვლელი ყურე ამოივსო და 4-5- თვე დასჭირდა, რომ იქ დაგროვილი ტვირთი დაეცალათ, ამის გამო ტერმინალზე მანქანების დიდი რაოდენობა დაგროვდა. ეს ავტომობილები უმეტესად გადამყიდველებს მიჰყავდათ, მაგრამ რეგულაციის გამო მათი განბაჟება გაძვირდა, ამიტომ ზოგიერთმა მათგანმა საერთოდ დატოვა ეს ავტომობილები. ამის გამო, ტერმინალმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ პორტში ჩარჩენილი ავტომობილები სხვა ავტოსადგომზე გადაეყვანათ. დღეს ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი