საბურთალოს რაიონში, კანდელაკის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულე მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა. დაშავებული საშუალო სიმძიმის ტრავმებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული. შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებია ავტომობილის მძღოლს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” შს სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.