"ლანცეტის" დირექტორი: "არიან დაინტერესებული პირები, მათ შორის ნინო კუზანოვა და დიმიტრი გაბუნია, რომ საქართველოში არ იყოს მაღალი დონის კლინიკა"

"ლანცეტის" დირექტორი: "არიან დაინტერესებული პირები, მათ შორის ნინო კუზანოვა და დიმიტრი გაბუნია, რომ საქართველოში არ იყოს მაღალი დონის კლინიკა"

"ლანცეტის" დირექტორმა ფარმან ჯეირანლიმ განაცხადა, რომ არსებობენ დაინტერესებული პირები, ვისაც არ სურთ საქართველოში არსებობდეს მაღალი დონის კლინიკა. ამის შესახებ ბრალდებულ ფარმან ჯეირანლის ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბრალდებულის აღნიშნული განცხადება საყურადღებოა და მასთან გასაუბრების შემდეგ დეტალებს გამოჰკითხვას. "ბრალდებულმა ისაუბრა ვიღაცების ინტერესებზე. მან აღნიშნა, რომ ეს მაფიაა და ყიდიან ავადმყოფებს. ამაში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა იგულისხმა ის, რომ როგორც, უკაცრავად და, საქონელს აგზავნიან, ისე იგზავნებიან კლიენტები და აქედან ვიღაცები მოგებას იღებენ. ანუ საქართველოში რომ არ გაკეთდეს ოპერაცია და წავიდნენ ავადმყოფები სხვა ქვეყნებში, არიან მიმღები პირები, ვინც ამ პაციენტების უცხოეთში გაგზავნისგან იღებენ პროცენტებს. მათ აქვთ დაინტერესება, საქართველოში არ არსებობდეს მაღალი დონის კლინიკა", - განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა.

კლინიკა "ლანცეტის" დირექტორიმა ფარმან ჯეირანლიმ დღევანდელ პროცესზე დაინტერესებულ პირებზე ისაუბრა და კონკრეტული გვარები დაასახელა. კერძოდ, ნინო კუზანოვა და დიმიტრი გაბუნია.

შეგახსენებთ, კლინიკა "ლანცეტის" დირექტორს ფარმან ჯეირანლის აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მოიღო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი