თურქეთში მოკლული 34 წლის ქართველი ქალი ზესტაფონიდანაა

თურქეთში მოკლული 34 წლის ქართველი ქალი ზესტაფონიდანაა

თურქეთში მოკლული 34 წლის ქართველი ქალი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის მკვიდრია. არსებული ინფორმაციით, ქართველი ემიგრანტი 10 წლის განმავლობაში თურქეთში მუშაობდა და საქართველოში ოჯახს არჩენდა.

თურქეთში 34 წლის ქართველი ქალი მოკლული იპოვეს. თურქული მედიის ინფორმაციით, იგი ფაცის რაიონში ყელგამოჭრილი იპოვეს, ხოლო დანაშაულში ეჭვმიტანილი ტრაპზონში დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს საკონსულოში შესულია შეტყობინება თურქეთის პოლიციის მხრიდან. შესაბამისად, საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფება როგორც მოკლულის ოჯახის წევრებთან, ისე ადგილობრივ სამართალდამცველებთან. გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა მიმდინარეობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი