საატესტატო გამოცდები 11 000-მა მოსწავლემ ვერ ჩააბარა

საატესტატო გამოცდები 11 000-მა მოსწავლემ ვერ ჩააბარა

საატესტატო გამოცდების ზღვარი დაახლოებით, 11 000-მა მოსწავლემ ვერ გადალახა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ საატესტატო გამოცდების შედეგების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, შედეგები პრაქტიკულად ისეთივეა, როგორც ყოველ წელს.

მისივე თქმით, შედეგები რამდენიმე დღეში შეჯამდება და გაიმართება ბრიფინგი, სადაც ყველა დეტალი გახდება ცნობილი.

"დაახლოებით, 11 000 მოსწავლეა, რომლებმაც ვერ გადალახეს საატესტატო გამოცდების ზღვარი. ტექნიკური საგნები ცოტა უფრო მეტად უჭირთ, ვიდრე ჰუმანიტარული. პერიოდულად ისმის ჩივილი, რომ გამოცდის შინაარსი პროგრამას არ ემთხვეოდა, რაც ასე არ არის.

ხშირ შემთხვევაში იგულისხმება, რომ მოსწავლეს შეიძლება ასეთი მაგალითი არ გაუკეთებია. კომპიუტერით ადაპტირებული გამოცდა იმას გულისხმობს, რომ ზუსტად სტანდარტული ამოცანებით კი არ მიდის პროცესი, არამედ ვამოწმებთ, რამდენად შეუძლიათ ცოდნის გამოყენება. ანუ რამდენად რეალურად შეუძლია ამოხსნას მაგალითები, მაგალითად, მათემატიკაში, ან სხვა საგნებში", - განაცხადა ჯეჯელავამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი