რას ამბობს განათლების მინისტრი 11 000 სკოლის მოსწავლეზე, რომელმაც გამოცდები ვერ ჩააბარა

რას ამბობს განათლების მინისტრი 11 000 სკოლის მოსწავლეზე, რომელმაც გამოცდები ვერ ჩააბარა

როგორც კი იმ ადამიანს, ვისაც შესაბამისი მოტივაცია არ აქვს, ოჯახი შეეცდება უმაღლესში უკრას თავი, რა თქმა უნდა, რეპეტიტორიც დასჭირდება და ათასობით ლარის დახარჯვაც, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა.

ჯეჯელავა გამოეხმაურა საატესტატო გამოცდების შედეგებს, რომლის თანახმად, 11 ათასმა სკოლის მოსწავლემ გამოცდები ვერ ჩააბარა.

"შედეგები წინა წლის შედეგებისგან არ განსხვავდება, ესენი არიან ბავშვები, რომლებმაც არ გამოიჩინეს დიდი მოტივაცია სწავლის, მოგეხსენებათ, რომ გერმანიაში სრულ 12-კლასიან ატესტატს მოსწავლეების 30% იღებს, ჩვენთან კი 80%-ზე მეტი. მოვუწოდებთ ყველას, რომ ხელობაზე გააკეთონ აქცენტი, დაწყებული კომპიუტერული მეცნიერებებიდან, დამთავრებული ბევრი სხვა მიმართულებით. ეს ძალიან კარგი შანსია მათთვის, რომ უმოკლესი გზით მოხვდნენ შრომით ბაზარზე და ღირსეული პროფესიული ცხოვრება ჰქონდეთ", - განაცხადა ჯეჯელავამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, უკავშირებდა თუ არა ის ამ ყველაფერს თუნდაც იმას, რომ მოსწავლეებს რეპეტიტორებთან მისვლის საშუალება არ აქვთ, ჯეჯელავამ უპასუხა, რომ საატესტატო გამოცდების საკითხები ელემენტარული იყო და მოსწავლემ ცოტა მაინც თუ ისწავლა, აუცილებლად ჩააბარებდა.

"როგორც კი იმ ადამიანს, ვისაც შესაბამისი მოტივაცია არ აქვს, ოჯახი შეეცდება, რომ აუცილებლად უმაღლესში უკრას თავი, რა თქმა უნდა, რეპეტიტორიც დასჭირდება და ათასობით ლარის დახარჯვაც, ამ ხალხმა უნდა მოინდომოს. ალბათ ნანახი გაქვთ საგამოცდო საკითხები - უელემენტარულესია. ცოტა მაინც თუ ისწავლა, ყველა აბარებს", - განაცხადა ჯეჯელავამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი