"მაკულიტერატურის" 5 წლის იუბილე ლისის ტბაზე გამწვანების აქციით - "შენც დარგე!" აღინიშნა

"მაკულიტერატურის" 5 წლის იუბილე ლისის ტბაზე გამწვანების აქციით - "შენც დარგე!" აღინიშნა

ისტორია 5 წლის წინ დაიწყო, როცა ყველას მიეცა შესაძლებლობა მოძველებული წიგნებისა და გამოყენებული ქაღალდის ნაცვლად, ახალი წიგნები მიეღო. ასე დაიწყო პროექტი "მაკულიტერატურა", რომელმაც მაკულატურის ჩაბარების, გარემოს დაცვისა და კითხვის პოპულარიზაციის გზაზე მნიშვნელოვანი რგოლი შეკრა.

დღეს პროექტი იუბილარია. 5 წლის განმავლობაში მაკულიტერატრამ ბუნებას ხეები, ეროვნული ბიბლიოთეკას 2000-მდე უნიკალური წიგნი, მოსახლეობას კი განახლებული ბიბლიოთეკა აჩუქა.

ხილეთ ვიდეო

"მაკულიტერატურამ" დაბადების დღე ბუნებაში, ლისის ტბაზე გამწვანების აქციით "შენც დარგე" აღნიშნა. აქციის ფარგლებში, უფროსებმა ბავშვებთან ერთად 50 ძირი კიპაროსის ხე დარგეს. დარგულ ნერგებზე კი ნიშნულები წარწერით - "ჩვენი სახელით დარგული კიდევ ერთი ხე" დატოვეს.

"მაკულიტერატურა" ქართული და სოციალურად ძალიან აქტიური პროექტია. დღეს "მაკულიტერატურა" ხუთი წლის გახდა და ამ მეხუთე წლისთავს ჩვენ იმას ვუძღვნით, რასაც შევალიეთ ეს წლები - ხეების გადარჩენას. ძველი წიგნების ჩაბარებითა და მათი გადამუშავებით მწვანე საფარს დავზოგავთ. ასე რომ, დღეს ყველა აქ მოსული რგავს ხეს იმისთვის, რომ არ მოიჭრას ხეები", - განაცხადა "მედიასახლ პალიტრას" კრეატიულმა დირექტორმა მარიკა დარჩიამ AMBEBI.GE-სთან საუბარში.

დედამიწის ზედაპირზე არსებული ტყე ყოველწლიურად 55.5 მილიონ ტონა ჟანგბადს გამოყოფს. ხეები პირდაპირ კავშირშია დედამიწის ეკოლოგიურ მდგომარეობასთან. თბილისში მწვანე საფარის ნაკლებობა და ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა. სწორედ ამ პრობლემიდან გამომდინარეობს "მაკულიტერატურის" შინაარსი და მიზანი.

ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეები "მაკულიტერატურამ", თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან "საქართველოს რკინიგზასა" და "ბიბლუსთან" ერთად დარგო. პროექტი მომავალში სხვა ორგანიზაციების ჩართვასაც გეგმავს. კომპანიების მიერ ჩაბარებული მაკულატურის სანაცვლოდ კი, შესაბამისი რაოდენობის ხეები დაირგვება.

ეკა მელიქიძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი