რა ცვლილებებია საავტომობილო ბაზარზე ახალი რეგულაციების შემდეგ

რა ცვლილებებია საავტომობილო ბაზარზე ახალი რეგულაციების შემდეგ

ავტოდილერები ბოლო პერიოდში საქართველოში დაზიანებული ამერიკული ავტომობილების იმპორტის მომრავლებაზე საუბრობენ.

მათი ინფორმაციით, კონტეინერებს, რომლითაც ეს ავტომობილები ძირითადად ფოთის პორტში შემოდის, შემდეგი წარწერა აქვს: Junk ანუ ჯართი ან Write off - ჩამოწერილია. ექსპერტების შეფასებით, მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აქციზის გასამმაგების შემდეგ, დაბალფასიანი ამერიკული და ევროპული ავტომობილების იმპორტის ზრდა მოსალოდნელი იყო, თუმცა ეს ვერ შეუწყობს ხელს იმ მთავარ მიზანს, რომელიც თავის დროზე ცვლილებების მიზეზად დასახელდა, მათ შორის ეკოლოგიის გაჯანსაღება, საცობების განტვირთვა, ავტოპარკის გაუმჯობესება და ა.შ.

ვასო ურუშაძე, "ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი: "თუ გავიხსენებთ პროცესებს, საქართველოს მთავრობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში აანონსებდა მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან ბრძოლის გამოცხადებას. პირველი დავით ნარმანია იყო, ვინც საცობების განმუხტვის მიზნით დაანონსა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვა. თავისი აბსურდულობიდან გამომდინარე, მისმა ინიციატივამ შედეგი ვერ გამოიღო და საკითხი შსს-მ გადაიბარა, რომელიც უკვე მოძრაობის უსაფრთხოების პრობლემაზე ზრუნვით ამართლებდა აღნიშნულ გადაწყვეტილებას. რეალურად ეს რეგულაცია არის საქართველოს მოქალაქეების საკუთრების უფლების და არჩევანის თავისუფლების შეზღუდვა, ადამიანს ართმევენ უფლებას თავად აირჩიოს მარჯვენასაჭიანი ავტომობილი ჰყავდეს თუ მარცხენასაჭიანი.

ბოლო წლებში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის ზრდა საქართველოში გამოწვეული იყო ამ ავტომობილების დაბალი ღირებულებით, მაღალი ხარისხით და ხელმისაწვდომობით. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ ავტომობილებს, რომლის იმპორტიც ძირითადად ხორციელდებოდა იაპონიიდან, თუ შევადარებთ იგივე ღირებულების და ასაკის ამერიკიდან ან ევროპიდან იმპორტირებულ ავტომობილს, ვნახავთ, რომ იაპონიიდან იმპორტირებული მარჯვენასაჭიან ავტომობილს, ბევრად ნაკლები გარბენი აქვს, მეტად აკმაყოფილებს საერთაშორისო ეკოლოგიურ სტანდარტებს, ბევრად უსაფრთხო და ტექნიკურად გამართულია, ვიდრე ევროპიდან და ამერიკიდან იმპორტირებული ამორტიზირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

შესაბამისად, ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ ვაცხადებთით, რომ აღნიშნული რეგულაცია ვერც ავტომობილების რაოდენობის ზრდის ტენდენციას შეაჩერებს ქვეყანაში და არც ავტოპარკის განახლებას გამოიწვევს. მეტიც, ჩვენი გათვლებით მივიღებდით ბევრად მეტად ტექნიკურად გაუმართავი იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობას ქვეყანაში, რომლებიც მოძრაობის უსაფრთხოების და ეკოლოგიური თვალსაზრისით, მეტ საფრთხეს წარმოადგენენ ვიდრე მარჯვენასაჭიანი ავტომობილები.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი