უჩვეულო ორშაბათი "პალიტრაში" - #შეიყვარეორშაბათი

უჩვეულო ორშაბათი "პალიტრაში" - #შეიყვარეორშაბათი

ყველაფერი "იღბლიანი ორცხობილებით" დაიწყო, რომლის დახვეულ გულში მოთავსებულ ფურცელზე დაწერილი ფრაზები ორშაბათის დილის განწყობას გვიქმნიდა: "ბედნიერება აქტივობაშია", "ჩაეხუტე გვერდზე მდგომს", "დილა პოზიტივით იწყება", "დიდი წარმატებების კვირა დაიწყო" და ა.შ..

მართლაც, რამდენიმე კვირა, ყოველი ორშაბათი დილა ასეთი პოზიტიური ფრაზებით და განწყობით იწყებოდა "პალიტრა მედიას" თანამშრომლებისთვის. მაშინ, როდესაც ორცხობილებმა მედიასახლის 5 სართული და თითქმის 600 თანამშრომელი მოიარა, თითქოს "ორშაბათის შეყვარება" პალიტრელებისთვის ამით უნდა დასრულებულიყო... თუმცა, 29 მაისს, პალიტრაში კიდევ უფრო უჩვეულო დილა გათენდა...

სამსახურთან მოახლოებულს უცნაური ხმები შემომესმა. "პალიტრას" ვერანდაზე "რუპორით" ხალისიანი ხმა გვეპატიჟებოდა: "დილა მშვიდობისა მარკეტინგის დეპარტამენტს! დილა მშვიდობისა ბიბლუსს! დილამშვიდობისა კვირის პალიტრას! ხალისიან დღეს გისურვებთ, მობრძანდით ვერანდაზე და გამხნევდით უგემრიელესი ყავითა და ზუმბა-ფიტნესით".

ვერანდაზე უკვე შეკრებილიყვნენ თანამშრომლები, რომლებმაც ენერგიულად დაიწყეს სამუშაო კვირა "ჩი გუსტა!"-ს უგემრიელეს ყავასთან და უკვე კარგად ნაცნობ "იღბლიან ორცხობილებთან" ერთად. როდესაც ყველანი შევგროვდით მუსიკის ხმამაც იმატა, წამყვანმა საცეკვაოდ მოგვიხმო. "ზუმბას" მოცეკვავის მოძრაობებს ზედმიწევნით ვიმეორებდით და თანდათან ენერგიით დავიმუხტეთ.

ბევრი ემოცია, ბევრი ენერგია, სახალისო და რითმული განწყობა- ასე უჩვეულოდ დაიწყო მაისის ბოლო ორშაბათი პალიტრაში. კარგი ამინდი, "ჩი გუსტა!"-ს უგემრიელესი ყავა და ენერგიული ცეკვები საკმარისი აღმოჩნდა ორშაბათი დღის განწყობის შესაქმნელად და მის შესაყვარებლად.

"პალიტრა მედია" გირჩევთ #შეიყვარეორშაბათი ჩვენთან ერთად!

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი