რა განაცხადა ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ

რა განაცხადა ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ

საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების, ემანუელ მაკრონისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა დასრულდა, რომელიც 2 საათსა და 45 წუთს გაგრძელდა. ამის შემდეგ მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

მაკრონის განცხადებით, მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება მსოფლიოში რუსეთის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია. მისი ინფორმაციითვე, პუტინთან დღევანდელ შეხვედრაზე უკრაინის თემაზე მინსკის შეთანხმებების შესრულებაზეც ისაუბრეს. მაკრონის თქმით, საჩქაროდ აუცილებელია მოლაპარაკებების ნორმანდიულ ფორმატში ჩატარება.