როგორ უნდა აარიდოთ შვილი საშიშ ინტერნეტგართობას - ფსიქოლოგის რჩევები "ლურჯი ვეშაპით" შეშინებულ მშობლებს

როგორ უნდა აარიდოთ შვილი საშიშ ინტერნეტგართობას - ფსიქოლოგის რჩევები "ლურჯი ვეშაპით" შეშინებულ მშობლებს

15 წლის იულია, 14 წლის ვერონიკა, 16 წლის ეკატერინა, - ეს მოზარდები ინტერნეტში გავრცელებული თამაშის მსხვერპლი გახდნენ, რომელსაც, "ნოვაია გაზეტას" ცნობით, რუსეთში, 1 წლის განმავლობაში, 130 მოზარდი შეეწირა. მოზარდებმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს.

გავრცელებული ინფორმაცია, რომ თამაშმა - "ლურჯი ვეშაპი" საქართველოშიც შემოაღწია შინაგან საქმეთა სამინისტროში არ დაადასტურეს. რამდენიმე თვის წინ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მიმდინარე გამოძიების პროცესში, პოლიციამ დეტალურად შეისწავლა უკლებლივ ყველა შეტყობინება, რომელიც შეეხებოდა სკოლის მოსწავლეების მიერ "ლურჯი ვეშაპის" შესაძლო თამაშის ფაქტებს. "სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე, ქართულ ინტერნეტ სივრცეში ე.წ. ონლაინ თამაში "ლურჯი ვეშაპის" არსებობის რეალური ფაქტი არ დადასტურებულა“, - აღნიშნული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახლახანს კი, 17 წლის ხელვაჩაურელმა ბიჭმა, რომელმაც გასულ წელს ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება მიიყენა, აღიარა, რომ სახიფათო ინტერნეტ თამაშით იყო დაკავებული.

ორი დღის წინ კი 16 წლის სკოლის მოსწავლე გადმოვარდა მაღალი სართულიდან, ბიჭი სასწაულებრივად გადარჩა და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. ამ შემთხვევას ოჯახი სახიფათო ინტერნეტ-თამაშს უკავშირებს. 16 წლის ბიჭის ოჯახის წევრმა ფეისბუქით მიმართვაც გაავრცელა: "ეს არის სექტა, რომელსაც მოზარდები სუიციდამდე მიჰყავს, დაშინებით, შანტაჟით და სხვა ფსიქოლოგიური ზეწოლით. ჩემი 16 წლის ნალოლიავები, ნაფერები, კომფორტსა და სიყვარულში გაზრდილი ძმა თავის ოთახის აივნიდან, მერვე სართულიდან გადახტა! დროა ამ ბავშვებს უთხრათ, რომ გამოსავალი არსებობს და დროზე უნდა ამოიღონ ხმა, რომ ჩვენ დავეხმარებით, ვუშველით, დავიცავთ. ჩემი სანდრო გადარჩა, მაგრამ ათეულობით ბავშვი ვერ! ეს არის რუსეთში ჩამოყალიბებული ინტერნეტ სექტა, კომუნიკაცია მიმდინარეობს რუსულ ენაზე, რომელიც ბავშვებს დავალებებს აძლევს, ბოლო დავალება კი სახურავიდან გადახტომაა! წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებიან!"...

როგორ შეიძლება დაიცვან მშობლებმა არასრულწლოვანი ფსიქოლოგიური ზემოქმედებისგან?

ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძის თქმით, თავდაპირველად, აუცილებელია მშობელსა და შვილს შორის კომუნიკაცია, რაც არამხოლოდ ბავშვის აქტივობების შესახებ ინფორმირებულობას, არამედ მასთან ერთად მეტი დროის გატარებას გულისხმობს.

"ასეთ თამაშებში ჩართვის პრევენციისთვის ყველაზე კარგი გამოსავალი ბავშვისთვის ინტერესების პოვნა და მის საზოგადოებრივ საქმეებში ჩართულობაა, იქნება ეს სპორტული აქტივობა თუ სხვა. როდესაც მას გარკვეული ინტერესები აქვს, ინტერნეტ-თამაშებში და განსაკუთრებით, მსგავს აქტივობებში ნაკლებად ერთვება. ამ მხრივ, მშობლის როლი ძალიან დიდია, რადგან როდესაც ისინი შვილებთან ერთად დროს ვერ ატარებენ, არ იციან მათი ბავშვები რით არიან დაკავებულები, არ ესაუბრებიან პრობლემებზე, არ უზიარებენ თავიანთ ინტერესებს, ეს მოზარდების მხრიდან ალტერნატივის ძიებისა და თუნდაც, ვირტუალურ სამყაროში გადასვლის პროვოცირებას იწვევს," - განმარტავს ფსიქოლოგი.

რაც შეეხება აღნიშნულ თამაშს, ზურაბ მხეიძის თქმით, მას შესაძლოა, "სექტის" კვალიფიკაციაც მივცეთ. კონკრეტული პირები ბავშვებს გარკვეულ საქმიანობებში ითრევენ, ასრულებინებენ ბრძანებებს, რისი საშუალებითაც თავს მნიშვნელოვან პირებად გრძნობენ წაიკითხეთ ვრცლად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი