აზერბაიჯანული მედია: თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დაიკარგა

აზერბაიჯანული მედია: თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დაიკარგა

თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი გაუჩინარდა, - აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული "მეიდან ტვ" იუწყება.

ჟურნალისტის მეუღლის ლეილა მუსტაფაევას თქმით, ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. აღნიშნულთან დაკავშირებით აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლემ ქართველ სამართალდამცველებს მიმართა.

აფგან მუხტარლი ცნობილია როგორც აზერბაიჯანის ხელისუფლების პოლიტიკის კრიტიკოსი. ის 2015 წლიდან იძულებული იყო საქართველოში ეცხოვრა.

გუშინ ერთ-ერთ საიტზე, რომელსაც აზერბაიჯანის ხელისუფლება აკონტროლებს, სტატია გამოქვეყნდა საქართველოში მოქმედი აზერბაიჯანელი ოპოზიციონერების იატაკქვეშა ქსელზე. ამ ქსელის აქტივისტებს შორის დასახელდა აფგან მუხტარლიც.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია