"ნიჭიერის" ფინალისტი უმძიმეს მდგომარეობაშია - გიორგი ცისკაძეს თქვენი დახმარება სჭირდება!

"ნიჭიერის" ფინალისტი უმძიმეს მდგომარეობაშია - გიორგი ცისკაძეს თქვენი დახმარება სჭირდება!

12 წლის სენაკელი გიორგი ცისკაძე პროექტიდან "ნიჭიერი" ბევრს ახსოვს. 2016 წელს ბიჭმა პროექტში მიიღო მონაწილეობა და მისმა შესრულებამ მაყურებელი და ჟიური გააოცა.

"ნიჭიერის" ფეისბუქის გვერდზე ინფორმაცია ვრცელდება, რომ გიორგი უმძიმეს მდგომარეობაშია. ბავშვს 2 წლიდან აქვს თირკმლის უმძიმესი დაავადება - ლიპოიდური ნეფროზული სინდრომი, რომელიც პერიოდულად ურთულდება. ამჟამად ბიჭუნა მკურნალობის კურსს გადის ციციშვილის კლინიკაში.

გიორგი ოპერაციას არ ექვემდებარება. იმისთვის, რომ ეს ნიჭიერი ბიჭი გადარჩეს, ძვირადღირებული მკურნალობაა საჭირო.

ქვემოთ მოცემულია გიორგი ცისკაძის დედის საბანკო რეკვიზიტები. თქვენს მიერ გადარიცხული ნებისმიერი ოდენობის თანხა ამ საოცარი ბიჭის სიცოცხლეს გადაარჩენს! თითოეული ჩვენგანის დახმარება მნიშვნელოვანია!

✔ლიბერთი ბანკი - GE95LB0711107358700640

✔საქართველოს ბანკი - GE97BG0000000769295200

✔შეგიძლიათ ჩარიცხოთ "საქართველოს ბანკის" EXPRESS აპარატებიდან დედის პირადი ნომრის მითითებით 39001003534

დედა სალომე ბერიშვილი. ტელ: 598421799

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი