მეუფე პეტრე - როდესაც გავედი ქუჩაში, ხალხი მიყურებდა, როგორც პატრიარქის მკვლელ მღვდელს, ამიტომ გადავწყვიტე მეთქვა ჩემი ვერსია

მეუფე პეტრე - როდესაც გავედი ქუჩაში, ხალხი მიყურებდა, როგორც პატრიარქის მკვლელ მღვდელს, ამიტომ გადავწყვიტე მეთქვა ჩემი ვერსია

როდესაც ჩამოვედი თბილისში და გავედი ქუჩაში, ხალხი მე, სასულიერო პირს, მიყურებდა, როგორც პატრიარქის მკვლელ მღვდელს, ამიტომ გადავწყვიტე მეთქვა ჩემი ვერსია, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ (ცაავა) განაცხადა.

მისი თქმით, მამა გიორგი მამალაძის დაკავების დროს არსებული სიტუაციიდან და ეკლესიის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებიდან გამომდინარე, თავი ვალდებულად ჩათვალა საპატრიარქოს შიგნით არსებულ მდგომარეობაზე ესაუბრა. ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პატრიარქის მდივან-რეფერატი შორენა თეთრუაშვილიც ახსენა და განაცხადა, რომ ის მუდმივად სპეკულირებდა უწმინდესის მოწამვლის ფაქტით. მიტროპოლიტის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ირგვლივ განვითარებული მოვლენები მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ არის მიმართული.

"როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მღვდელი დააკავეს, პატრიარქის მოსაწამლად მიმავალი, შოკში იყო მთელი საზოგადოება. როდესაც ჩამოვედი თბილისში, გავედი ქუჩაში, ხალხი მე, სასულიერო პირს მიყურებდა, როგორც პატრიარქის მკვლელ მღვდელს, ამიტომ გადავწყვიტე მეთქვა ჩემი ვერსია, რომ მამა გიორგის იქ ჰქონდა შიდა დაპირისპირება, რომ მას სინოდის სხდომაზე უნდოდა ემხილებინა მაფიოზური დაჯგუფება, რომ პატრიარქის შესაძლო მოწამვლის თემით სპეკულირებდა მუდმივად ეს ქალბატონი (შორენა თეთრუაშვილი). მივხვდი, რომ ეს ყველაფერი იყო მეუფე დიმიტრის წინააღმდეგ მიმართული. არ შემეძლო არ გამოვსულიყავი და ჩემი აზრი არ გამომეხატა. მადლობა ღმერთს, არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს - "თუ გეშინია, არ უნდა იქადაგო, თუ იქადაგებ, არ უნდა შეგეშინდეს", - განაცხადა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ (ცაავა)"რუსთავი2"-ის ეთერში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი