ახალი საგრანტო კონკურსი - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი "Rustaveli-DAAD"-ის სასტიპენდიო პროგრამა

ახალი საგრანტო კონკურსი - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი "Rustaveli-DAAD"-ის სასტიპენდიო პროგრამა

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისმთავარი პრიორიტეტებია: სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაუმჯობესება; სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაცია; ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერა. შესაბამისად, ფონდი ახორციელებს ეროვნულ, მიზნობრივ და ბილატერალურ პროგრამებს, საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტებს, სამეცნიერო ფონდებთან და ცენტრებთან. ერთ-ერთი ასეთი პროექტია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ერთობლივი "Rustaveli-DAAD"-ის ახალის სასტიპენდიო პროგრამა.

საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მეცნიერებსა და დოქტორანტებს სამეცნიერო კვლევების განხორციელებასა და ხარისხიანი სადოქტორო განათლების მიღებაში; გერმანელ კოლეგებთან ერთად სამეცნიერო ქსელის შექმნაში და თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებაში.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში ფინანსდება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს გერმანიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა ან/და კვლევით ინსტიტუტებში სტაჟირებას. აღსანიშნავია, რომ პროექტებს ორივემხარე (Rustaveli –DAAD) თანაბრად აფინანსებს.კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია: ახალგაზრდა მეცნიერებსა და დოქტორანტებს. ახალგაზრდა მეცნიერთა სტაჟირების ვიზიტი განისაზღვრება 4-დან 6 თვემდე და ფინანსდება ყოველთვიური სტიპენდიით 2000 ევრო, ხოლო დოქტორანტების ვიზიტი - 3 თვიანი სტაჟირებითა და ყოველთვიური სტიპენდიით 1000 ევრო. გარდა ამისა, პროგრამა ითვალისწინებს ერთობლივი სადოქტორო პროგრამების დოქტორანტების დაფინანსებასაც 6 თვიანი სტაჟირების ვიზიტითა და ყოველთვიური სტიპენდიით 1000 ევრო.

საგრანტო კონკურსი მოიცავს შემდეგ სამეცნიერო მიმართულებებს: ა)ენები და კულტურის კვლევები;ბ)სამართალი, ეკონომიკა და სოციალური მეცნიერებები;გ)მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;დ) მედიცინა;ე) ვეტერინარული მედიცინა, მეტყევეობა, ეკოლოგია, აგრარული და კვების მეცნიერებები;ვ) ინჟინერია;ზ) ხელოვნების, მუსიკისა და სპორტის მეცნიერებები.

ერთი წლის მანძილზე გაიცემა 30 სტიპენდია. აპლიკანტებს აფასებს გერმანელი და ქართველი მკვლევარებისაგან შემდგარი კომისია.

წელს პირველად შედგა კონკურსი. საქართველოში ჩამოვიდნენ გერმანელი ექსპერტები და კომისიამ გამოავლინა 18 გამარჯვებული, რომლებიც ივნისიდან გაემგზავრებიან სტაჟირებაზე გერმანიის სხვადასხვა უნივერსიტეტსა და კვლევით ინსტიტუტებში (Universität Hamburg, Universität Jena, FU Berlin, UniversitätBonn, Universität Bremen, Charité Berlin, Universität Potsdam, TU München, Uni Marburgდა სხვ.).

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი