გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები დაისეტყვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები დაისეტყვა

გურჯაანში სეტყვა მოვიდა. არსებული ინფორმაციით, საშუალო სიმძლავრის სეტყვა გურჯაანში რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, ადგილზე უკვე გასულია სპეციალური ჯგუფი, რომელიც ვითარებას შეაფასებს. მისივე თქმით, სსტც "დელტას" მიერ ღრუბელი დამუშავდა, თუმცა, ამის მიუხედავად საშუალო სიმძლავრის სეტყვა რეგიონში მაინც წამოვდა.

"შეიძლება ითქვას, რომ არა "დელტას" მუშაობა მაისში კახეთის რეგიონი მთლიანად მოსავლის გარეშე დარჩებოდა. დღესაც მოხდა დამუშავება, მაგრამ სეტყვა მაინც წამოვიდა. გაგზავნილია ჯგუფი ვითარების შესასწავლად და სავარაუდოდ დილისთვის გვეცოდინება რა ზიანი მიადგა გურჯაანს", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი