კვლევის მიხედვით, საქართველოში შეძენილი 10 სათამაშოდან 9-ში მავნე ნივთიერება აღმოჩნდა

კვლევის მიხედვით, საქართველოში შეძენილი 10 სათამაშოდან 9-ში მავნე ნივთიერება აღმოჩნდა

"სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, საქართველოში შეძენილი 10 სათამაშოდან 9-ში მავნე ნივთიერება D-2-Etilhexilftalat აღმოჩნდა, რომელიც ჯანმრთელობისთვის საზიანოა და მისი სათამაშოებში გამოყენება ევროკავშირში აკრძალულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

სათამაშოების უსაფრთხოების მარეგულირებელი წესებისა და არსებული პრაქტიკის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა 2016 წლიდან დაიწყო.

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, ახლა უკვე იწყებენ კამპანიას "უსაფრთხო სათამაშო", რომლის ფარგლებში დაგეგმილია მნიშვნელოვანი ღონისძიებები სათამაშოების წარმოებისა და მიწოდების ბაზრის ზედამხედველობის მექანიზმის შექმნის, საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზრის მოწესრიგების, ბიზნესსექტორის პასუხისმგებლობის განსაზღვრისა და მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.

იხილეთ ვიდეო

ომბუდსმენის შეფასებით, სახელმწიფოს მიერ არ არის განსაზღვრული ბაზრის ზედამხედველობის ორგანო და სათამაშოების უსაფრთხოების საკითხი სახელმწიფო კონტროლსმიღმა რჩება მაშინ, როცა მავნე სათამაშოები საფრთხეს უქმნის ბავშვის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების განხორციელებას. საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ევროკავშირის დირექტივის მიხედვით სახელმწიფოებმა უნდა შექმნან სათამაშოების უსაფრთხოებისა და ბაზრის ზედამხედველობის მექანიზმი, რათა უზრუნველყონ ბავშვებისთვის უვნებელი და უსაფრთხო სათამაშოების ხელმისაწვდომობა. ეს დირექტივა საქართველოში 2019 წლის 1-ელ სექტემბრამდე უნდა შესრულდეს. სახალხო დამცველმა 2017 წლის 9 მარტს რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას, საქართველოს ბაზაზე არსებული სათამაშოების უსაფრთხოებისა და არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით. ომბუდსმენის კამპანიას უერთდებიან ბიზნესორგანიზაციები, რომლებიც მზად არიან ხელი შეუწყონ უსაფრთხო სათამაშოების დამზადებას, შემოტანას და გავრცელებას საქართველოში. ასევე დაფუძნდა ასოციაცია "უსაფრთხო სათამაშო".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი