ავარია მცხეთაში: დაშავებულია სამარშრუტო ტაქსის 12 მგზავრი

ავარია მცხეთაში: დაშავებულია სამარშრუტო ტაქსის 12 მგზავრი

ქალაქ მცხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. როგორც AMBEBI.GE-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამარშრუტო ტაქსი განათების ბოძს დაეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია