როგორია მცხეთაში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა

როგორია მცხეთაში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა

ქალაქ მცხეთაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 4 პირი მცხეთის "ჯეო ჰოსპიტალში", 8 კი მცხეთის სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. დაშავებულებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება აღენიშნებათ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე სამი ეკიპაჟი მუშაობდა.

სხვადასხვა სიმძიმის ტრავმებით დაშავებული 12 პირი სასწრაფოს ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. 4 მათგანი გადაყვანილია მცხეთის "ჯეო ჰოსპიტალში", 8 კი მოთავსებულია მცხეთის სამედიცინო ცენტრში. დაშავებულებს სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება აღენიშნებათ, მათ შორის, გულ-მკერდის, თავის, ქვედა კიდურის ტრავმები.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამარშრუტო ტაქსი განათების ბოძს დაეჯახა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას მის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი