ძაღლების სადისტურად დახოცვის ფაქტი თბილისში - რა კადრები გადაიღო თვითმხილველმა

ძაღლების სადისტურად დახოცვის ფაქტი თბილისში - რა კადრები გადაიღო თვითმხილველმა

საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოება ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც თბილისში ძაღლების სადისტურად დახოცვის ფაქტი გამოვლინდა.

მათი ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, 1-ელ ივნისს დაფიქსირდა. მოქალაქემ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დიდგორის გზის პირას შემთხვევით აღმოაჩინა ათამდე დახოცილი ძაღლი და ამ ძაღლის ლეშებთან დაყრილი ოთხი ცოცხალი ლეკვი.

"თვითმხილველმა, ა. ა-მ საკუთარი"ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა ფოტოები და ინფორმაცია, რომლის თანახმად თბილისის ტერიტორიაზე, სოფელ დიღმის ბოლოს აღმოაჩინა 10 მკვდარი ძაღლი და 4 ცოცხალი ლეკვი. მან გამოიძახა თბილისის მერიის სამსახური და საპატრულო პოლიცია (ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ "112-დან"). ფაქტის ფოტომასალა გადაღებულია თვითმხილველის მიერ 2017 წლის 01 ივნისს.

საქართველოს ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოება დარწმუნებულია, რომ აღნიშნული სისასტიკე განხორციელებულია ამ ძაღლების პატრონის (პატრონების) მიერ ან მისი უშუალო დავალებით. სავარაუდოთ, ამ ძაღლების უმრავლესობა არის ჯიშიანი. საფუძვლიანი ეჭვია, რომ ეს ძაღლები იყვნენ ცხვრის ფარის, ან რქოსანი პირუტყვის ფერმის დამცველები, რომლებიც პატრონმა მოიშორა სადისტური მეთოდით და გადაყარა როგორც ნაგავი.

GSPSA ასევე დარწმუნებულია, რომ სისასტიკის ფაქტი განხორციელებულია ერთდოულად ყველა ცხოველზე და ჯგუფურად, ვინაიდან ცხოველების რაოდენობა არის 10 ერთეული" - ვკითხულობთ ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს" ინფორმაციით, გადარჩენილი 4 ლეკვი გადაყვანილია მუნიციპალურ თავშესაფარში. ორგანიზაცია მოუწოდებს სამართალდამცავ სტრუქტურებს, მოხდეს ობიექტური გამოძიება და პასუხი აგოს დამნაშავემ.

წყარო: gspsa.org.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი