სოფლის და ქალაქის სკოლის მოსწავლეების შედეგებს შორის დიდი სხვაობაა - მაია მიმინოშვილი კვლევის შედეგებზე

სოფლის და ქალაქის სკოლის მოსწავლეების შედეგებს შორის დიდი სხვაობაა - მაია მიმინოშვილი კვლევის შედეგებზე

როდესაც სოფლის სკოლის მოსწავლეებსა და ქალაქის სკოლის მოსწავლეების შედეგებს შორის დიდი სხვაობაა, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვარღვევთ თანაბარი ხელმისაწვდომობის ფუნდამენტურ პრინციპს, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა ჟურნალისტებს კონფერენციის - "სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები" დაწყებამდე განუცხადა.

როგორც მიმინოშვილმა აღნიშნა, კვლევის შედეგებში დაფიქსირებულია, მათ შორის, ეს საკითხი, რაც სოფლისა და ქალაქის სკოლის მოსწავლეების შედეგებს ეხება.

"როდესაც სოფლის სკოლის მოსწავლეებისა და ქალაქის სკოლის მოსწავლეების შედეგებს შორის დიდი სხვაობაა, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვარღვევთ ფუნდამენტურ პრინციპს თანაბარი ხემლისაწვდომობისა. სამწუხაროდ, ეს არის დაფიქსირებული კვლევის შედეგებში, რომ ქალაქის სკოლის მოსწავლეებს გაცილებით უკეთესი შედეგები აქვთ, ვიდრე სოფლის და რეგიონების სკოლის მოსწავლეებს. ცალკე რეგიონს ვერაფრით ვერ გამოვყოფ. ერთადერთი გამოვყოფდი იმ რეგიონს, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ", - განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

მისივე თქმით, მოსწავლეების მიღწევებზე ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის მასწავლებლის კვალიფიკაცია.

"მე მაინც დავიწყებდი ქვეყანაში განათლების სისტემის მოწყობით, ეროვნული სასწავლო გეგმით, რომელიც განათლების სამინისტრომ დაგეგმა და საინტერესოა, მივაღწიეთ თუ არა იმ შედეგს, რაც დაგეგმილი იყო. აღმოჩნდა, რომ მიღწეულ ეროვნულ სასწავლო გეგმასა და დაგეგმილ ეროვნულ სასწავლო გეგმას შორის დიდი სხვაობაა", - აღნიშნა მიმინოშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი