"ლელომ" 2016 წლის "საუკეთესო სპორტსმენის" ტიტული ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს გადასცა

"ლელომ" 2016 წლის "საუკეთესო სპორტსმენის" ტიტული ოლიმპიურ ჩემპიონს ლაშა ტალახაძეს გადასცა

გაზეთმა "ლელომ" დამოუკიდებელი საქართველოს სპორტის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები შეაჯამა. "2016 წლის საუკეთესო სპორტსმენის" ტიტული კი ქართველ ძალოსანს, ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს გადაეცა.

83 წლის ისტორიის მქონე სპორტული გაზეთის, "ლელოს" დამსახურებული რედაქტორის, თენგიზ გაჩეჩილაძის განცხადებით, გაზეთს არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა გაუშუქებია და არაერთი სპორტსმენი წარუდგენია ფართო საზოგადოების წინაშე. მისი თქმით, გამოცემა კვლავ აქტიურად განაგრძობს ქართული სპორტის გვერდში დგომას და ქართველი სპორტსმენების წახალისებას. "გაზეთი "ლელო" 83 წლის ისტორიას ითვლის, შესაბამისად, ცხადია, ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი სპორტსმენი გაგვიცნია საზოგადოებისთვის. დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდშიც ბევრი სპორტული მიღწევა აქვს ჩვენს ქვეყანას, სპორტის სხვადასხვა სახეობაში. მიუხედავად არაერთი გამოჩენილი სპორტსმენისა, 2016 წელს უდავოდ გამორჩეული იყო ლაშა ტალახაძე. ჩვენ დღეს მას წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული მივანიჭეთ. გაზეთი "ლელო" აქტიურად გააგრძელებს ქართული სპორტისა და ქართველი სპორტსმენების პარტნიორობას და მათ მხარდაჭერას", - განაცხადა თენგიზ გაჩეჩილაძემ.

"2016 წლის საუკეთესო სპორტსმენის" ტიტულის მფლობელის, ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის განცხადებით, მისთვის პატივია, რომ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული სპორტული გაზეთის მთავარი ტიტულის მფლობელი გახდა. ტალახაძის თქმით, გაზეთი "ლელო" ის გამოცემაა, რომელსაც სპორტის მოყვარულები აქტიურად ეცნობიან და ბევრ სპორტულ მნიშვნელოვან ინფორმაციას იგებენ. "წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელება ისეთი გამოცემისგან, როგორიც "ლელოა" ნამდვილად დიდი პატივია. ეს არის გაზეთი, რომელსაც აქტიურად კითხულობენ სპორტის მოყვარულები და ბევრი სიახლის გაგება შეიძლება ამ გაზეთით", - აღნიშნა ლაშა ტალახაძემ.

იხილეთ ვიდეო

სპეციალურად ამ დღის აღსანიშნავად, Hotels & Preference Hualing Tbilisi- ში სპორტული ბარი გაიხსნა. სასტუმროს მარკეტინგის კომუნიკაციების მენეჯერის ნინო ჩეჩელაშვილის თქმით, ბარის გახსნა სიმბლურად "ლელოს" ღონისძიებას დაამთხვიეს. მისივე თქმით, ბარი მთლიანად აკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნებს. "სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi-ში გაიხსნა სპორტული ბარი Legends. მინდა აღვნიშნო, რომ ბარი ერთადერთი ყველაზე მასშტაბურ სპორტული ბარია საქართველოში, რომელიც სრულად აკმაყოფილებს მომხმარებელთა მოთხოვნებს. სპორტულ ბარში, სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაციის მიზნით, მრავალი აქტივობა გაიმართება. გახსნა განსაკუთრებულად წარიმართა, რადგან ჩვენ ვითანამშრომლეთ სპორტულ გაზეთ "ლელოსთან", რომელმაც უმნიშვნელოვანესი სპორტული მოვლენები შეაჯამა და ოლიმპიელი ლაშა ტალახაძე დავაჯილდოვეთ", - განაცხადა ნინო ჩეჩელაშვილმა.

ღონისძიების პარტნიორი იყო ჩემპიონთა აკადემია, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო პროფესიონალური ფიზიკური მომზადების სპეციალისტ მაიკ ბარვისთან ერთად შეიქმნა და პირველი საერთაშორისო დონის ამერიკული ცენტრია.

ღონისძიებას სპორტული ფედერაციები, სამინისტროს წარმომადგენლები, ოლიმპიური ჩემპიონები და სპორტის სფეროში მოღვაწე დამსახურებული პირები დაესწრნენ.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი