რა არის სოფლის სკოლებში პედაგოგების მთავარი პრობლემა - ალექსანდრე ჯეჯელავას კომენტარი

რა არის სოფლის სკოლებში პედაგოგების მთავარი პრობლემა - ალექსანდრე ჯეჯელავას კომენტარი

ხარისხიანი პედაგოგების გარეშე შეუძლებელია ხარისხიანი სწავლება, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ კონფერენციის "სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები" დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ჯეჯელავამ აღნიშნა, კვლევის შედეგებში, რომელიც ჩატარდა სასკოლო განათლების კუთხით, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია გამოკვეთილი. მინისტრის თქმით, ორდღიან კონფერენციაზე საუბარი იქნება შესაბამის გადაწყვეტილებებზე.

"გადაწყვეტილების საფუძველი უნდა იყოს დიაგნოზი, ანუ ის, თუ რა იწვევს პრობლემას. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ გამოიკვეთა, მაგრამ მე ხაზს გავუსვამდი სოფლისა და ქალაქის სკოლებს შორის მოსწავლეების შედეგიანობაში ძალიან დიდ განსხვავებას. ძალიან ნათლად გამოჩნდა, რომ სოფლის სკოლებში პედაგოგების პრობლემაა სწორედ საბუნებისმეტყველო მიმართულებით. ხარისხიანი პედაგოგების გარეშე შეუძლიებელია ხარისხიანი სწავლება. რა თქმა უნდა, არის ინფრასტრუქტურის საკითხები და სხვა", - განაცხადა განათლების მინისტრმა.

მისივე თქმით, მეორე უმთავრესი პრობლემა რაც გამოიკვეთა, ეს არის ეთნიკური უმცირესობების სკოლებში არსებული შედეგი.

"ეთნიკური უმცირესობების სკოლებში კიდევ უფრო დაბალი შედეგიანობაა, ვიდრე სოფლის სკოლებში. ეს ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით ჩვენი ყურადღება ერთიორად უნდა გაიზარდოს. აქ საუბარია სახელმძღვანელოებზე, პედაგოგებზეც, რადგან ეთნიკური უმცირესობების სკოლებში ფაქტიურად პედაგოგების კორპუსი არ შეცვლილა 20-25 წლის განმავლობაში და ეს პერიოდული პრობლემაა", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი