გურჯაანიოს რაიონის სოფელ კარდენახში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასაკოვანი ქალი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ქალს ავტომანქანა საკუთარ სახლთან დაეჯახა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.