საქართველოს პრეზიდენტი ლონდონში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ბრიტანეთის ხელისუფლებას სამძიმარს უცხადებს.
სამძიმრის ტექსტს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
"შეძრწუნებული ვარ ლონდონში მომხდარი შემზარავი ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ბრიტანელ ხალხსა და ხელისუფლებას", - ნათქვამია განცხადებაში.