ექსკურსიაზე პედაგოგი კლდიდან გადავარდა და დაიღუპა

ექსკურსიაზე პედაგოგი კლდიდან გადავარდა და დაიღუპა

ბორჯომის რაიონის სოფელ ქვაბისხევში უბედური შემთხვევა მოხდა. გორის მე-3 საჯარო სკოლის დირექტორი და პედაგოგები ბორჯომის ხეობაში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, როდესაც ეკლესიის მოსალოცად კლდოვან ადგილზე ასულ ერთ-ერთ პედაგოგს ფეხი დაუცურდა და ხევში გადავარდა.

კოლეგებმა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა თამარ გოზალიშვილის ცხედარი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. 58 წლის გოზალიშვილი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა.

სკოლის დირექტრის, ვახტანგ სუხიტაშვილის განცხადებით, გარდაცვლილს სხეულზე კლდეზე ვარდნის შედეგად მიღებული მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.

გოზალიშვილი გორის მე-3 საჯარო სკოლაში დაახლოებით 30 წლის განმავლობაში მუშაობდა. გარდაცვლილის კოლეგების განცხადებით, ქვაბისხევში აღნიშნულ მონაკვეთზე საკმაოდ სახიფათო ადგილებია და დამცავი ჯებირები გაკეთებული არ არის, რის გამოც ტრაგედია მოხდა.

იხილეთ ვიდეო

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია