ხაშურთან ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ხაშურთან ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ხაშურთან მომხდარ ავარიაში ორი ადამიანი გარდაიცვალა. საჩხერის გადასახვევთან ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად დაშავებულია ერთი პირი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია