"შეხედავ, კარგი გოგონები არიან, მოგეწონება, უცებ კი "იღლიის სუნს" გამოუშვებს" - რა აღიზიანებს ლევან სუხიტაშვილს

"შეხედავ, კარგი გოგონები არიან, მოგეწონება, უცებ კი "იღლიის სუნს" გამოუშვებს" - რა აღიზიანებს ლევან სუხიტაშვილს

მსახიობ ლევან სუხიტაშვილს იმ საკითხებზე ვესაუბრეთ, რომელიც მას აღიზიანებს და აბრაზებს. როგორც თავად ამბობს, ზოგჯერ თვალთ მიბნელდება, ჩემთვის გამაღიზიანებელი, თავხედური საქციელის შემსწრე რომ ვხდებიო...

- პირველი, რაც ძალიან მაღიზიანებს, არის ის, რომ ადამიანთა უმეტესობა დაბოღმილია, მეორე - მოდაში შემოსული ქილიკია. განსაკუთრებით მოდური კი სარწმუნოების ქილიკი გახდა. ერთი ადამიანი რაღაცას იტყვის, დანარჩენები აჰყვებიან... ბევრი ათეისტი ვიცი, ვინც სარწმუნოებაზე საერთოდ არ ღადაობენ და არ ხუმრობენ. "ცხვრების კიკინი" იმიტომ მაღიზიანებს, ვიღაცის ღადაობებს რომ აჰყვებიან ხოლმე. შეიძლება, გამეცინოს, მაგრამ ყოველთვის თავს ვარიდებ.

- პროტესტს არ გამოხატავ?

- 1-2-ჯერ "პოსტი" დამიწერია, რომ ასეთი ხალხი ცხვრებს მაგონებს. ვიღაც ათეისტი სარწმუნოების ან მღვდლის შესახებ რაღაცას "წაიკაიფებს". შეიძლება, მართლა "წასაკაიფებელი" იყოს, მაგრამ გასაქილიკებელი, აბუჩად ასაგდები არაა, მერე სხვა, კეთილსინდისიერი მღვდელიც რომ გარიონ და ყველანი ერთ ქვაბში მოხარშონ... საერთოდ, ადამიანების საკუთარი თავებისადმი დამოკიდებულება, გლობალური "იღლიის სუნი" მაღიზიანებს. კიდევ კარგი, ზაფხულის ამინდები გვიან დგება და ამ მხრივ, ცოტათი დასვენებული ვარ...

- სად აწყდები ასეთ მოუწესრიგებელ ხალხს?

- შეხედავ, კარგი გოგონები არიან, მოგეწონება, უცებ კი "იღლიის სუნს" გამოუშვებს... ასეთ შემთხვევაში, როგორი მაგარი "ნაშაც" უნდა იყოს, მნიშვნელობა აღარ აქვს... კი, ვიცი, ჭარბოფლიანობა დაავადებაა, მაგრამ ასე თუ ისე, სამკურნალო საშუალებები არსებობს. თან, 1-2 ადამიანზე არ ვამბობ, უმრავლესობაზე ვსაუბრობ.

- ოდესმე შინიდან მოუწესრიგებელი გასულხარ? თავად თუ აღმოჩე­ნილხარ არასახარბიელო სიტუაციაში?

- თუ სადმე მაგვიანდება, ეს იმის გამო ხდება, რომ აუცილებლად უნდა მოვიწესრიგო თავი და შინიდან ისე გავიდე. თუ მაგალითად, წყლის გადავლება ვერ მოვასწარი, ყოველთვის ზურგჩანთით დავდივარ, რომელშიც პირსახოცი და ჰიგიენური ნორმებისთვის საჭირო რაღაცები მიდევს. როგორც კი საშუალება მომეცემა, მაგალითად, მეგობართან გადავივლებ წყალს... არსებობს საშუალებები, რომ ადამიანებმა თავს მიხედონ. ყველას მოვუწოდებ: მნიშვნელობა არა აქვს, რა გაცვიათ. მგონი, დღესდღეობით ისე არავის უჭირს, რომ წყალი გადაივლოს და 3-ლარიანი დეზოდორანტი შეიძინოს.

- სიბინძურის გამო, ვინმესთვის შენიშვნა მიგიცია?

- დედა მომიკვდეს, პირდაპირ მითქვამს - სუნი აგდის და იქნებ თავს მიხედო-მეთქი.

- პასუხად რა მიგიღია?

- არაფერი. თავი უხერხულად უგრძნიათ. მგონი, კარგია, შენიშვნას რომ ვაძლევ. თუ არ ვეტყვი და "გავუტარებ", დათვურ სამსახურს გავუწევ, მით უმეტეს - თუ ახლობელია.A აუცილებლად უნდა უთხრა, რადგან შენ შეიძლება, "გაატარო", მაგრამ სხვამ გაჭოროს. ადამიანმა მადლობა უნდა გადაგიხადოს, როცა შენიშვნას აძლევ. მსგავს შენიშვნებს მეც სიამოვნებით მივიღებდი.

- ძირითადად, შენი შენიშვნის მიზანს ხვდებიან თუ უარყოფითად იღებენ?

- არ ვიცი, ხვდებიან თუ არა, მაგრამ ჩემი პრინციპია, რომ ვუთხრა ხუმრობით ან ნახევრად ხუმრობით, ან - პირდაპირ, ან - უნდა შევაპარო... სიტუაციას გააჩნია.

- თუ ფიქრობ, საჯაროდ ისე არ მოიქცე, რომ საზოგადოებამ მერე კრიტიკის ქარცეცხლში არ გაგატაროს?

- ჩემს თავზე პირველი მე ვღადაობ. ასე რომ, საკუთარ თავზე თავად რომ გეცინება, სხვა ვეღარ ღადაობს. ჩემს თავს თუ დავცინი, სხვამ როგორღა უნდა დამცინოს? შეიძლება, ჩემივე დაცინულზე გაიცინოს... ისე, მსგავსს ვერაფერს ვიხსენებ. რაღაც სისულელეები დაუწერიათ, მაგრამ "ვატარებ" ხოლმე... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი