"იქ ბავ­შ­ვე­ბი ჩა­კე­ტი­ლი ჰყავთ..." - გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი კლი­ნი­კის შეც­ვ­ლა­ზე ოც­ნე­ბობს

"იქ ბავ­შ­ვე­ბი ჩა­კე­ტი­ლი ჰყავთ..." -  გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი კლი­ნი­კის შეც­ვ­ლა­ზე ოც­ნე­ბობს

რამ­დე­ნი­მე ხნის წინ უც­ნობ­მა გო­გო­ნამ საკ­მა­ოდ ვრცე­ლი წე­რი­ლი მომ­წე­რა, სა­დაც დაწ­ვ­რი­ლე­ბით გა­ნი­ხი­ლავ­და მო­ზარ­დე­ბის პრობ­ლე­მებს; მათ ურ­თი­ერ­თო­ბას მშობ­ლებ­თან და ერ­თ­მა­ნეთ­თან. პუნ­ქ­ტე­ბად აქვს და­ყო­ფი­ლი ყვე­ლა ის სა­კითხი, რო­მე­ლიც მას აწუ­ხებს. მე­გო­ნა, ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნის ნა­წერს ვკითხუ­ლობ­დი და ცო­ტა გა­მიკ­ვირ­და, რა­ტომ იყო მო­ზარ­დე­ბის პრობ­ლე­მე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი, მაგ­რამ რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ წე­რი­ლის ავ­ტო­რი ჯერ მხო­ლოდ 15 წლი­საა, მივ­ხ­ვ­დი, ის სა­კუ­თარ სა­წუ­ხარ­ზე მწერ­და.

თეა ბა­თუმ­ში ცხოვ­რობს, რო­მელ­საც სურ­ვი­ლი ჰქონ­და, ინ­ტერ­ვიუ მი­სი ფო­ტო­თი და სა­ხე­ლი­თა და გვა­რით გა­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ მე მი­ვი­ღე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რომ ჯობს, მი­სი ამოც­ნო­ბა ვერ მო­ხერ­ხ­დეს და რო­ცა ინ­ტერ­ვი­უს ბო­ლომ­დე წა­ი­კითხავთ, ალ­ბათ ჩე­მი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის სის­წო­რე­ში და­მე­თან­ხ­მე­ბით.

მაშ ასე, გა­ი­ცა­ნით თეა:

- 15 წლის ვარ, IX კლას­ში ვსწავ­ლობ. რომ გითხ­რათ, ჩემს თა­ნაკ­ლა­სე­ლებ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს-მეთ­ქი, მო­გატყუ­ებთ. ვერ ვუ­გებთ ერ­თ­მა­ნეთს. მათ სხვა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი აქვთ ცხოვ­რე­ბა­ზე, ჰყავთ შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი, ერ­თო­ბი­ან და სხვა­დას­ხ­ვა საქ­მით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი. მე წიგ­ნებ­ზე ვარ გა­დარ­თუ­ლი, მიყ­ვარს უფ­რო­სი ასა­კის ადა­მი­ა­ნებ­თან სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი და მა­თი გან­ხილ­ვა. არ მიყ­ვარს ჩემს თა­ნა­ტო­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ვერ ვუ­გებ მათ და სულ უფ­რო­სებ­თან ვარ.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­შიც ვარ გა­წევ­რე­ბუ­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ტის ტრე­ნინ­გებს ვეს­წ­რე­ბი. ვწერ ლექ­სებს, მოთხ­რო­ბებ­სა და რო­მანს.

- რო­მელ არა­სამ­თავ­რო­ბო­ში ხარ გა­წევ­რე­ბუ­ლი?

- "ი­ალ­ქა­ნი".

- მა­ინ­ტე­რე­სებს, იმ ტექ­ს­ტ­ში, რო­მე­ლიც თავ­და­პირ­ვე­ლად გა­მო­მიგ­ზავ­ნე, რა­ტომ გაქვს პირ­ველ პუნ­ქ­ტად მი­ნიშ­ნე­ბუ­ლი - შვი­ლე­ბის მშობ­ლე­ბის­გან გა­მო­ყო­ფა? რა პრობ­ლე­მე­ბია შე­ნი ასა­კის მო­ზარ­დებ­სა და მშობ­ლებს შო­რის?

- გეტყ­ვით: ოჯახ­ში ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე არ მაქვს და სულ მე­კა­მა­თე­ბი­ან მშობ­ლე­ბი იმის გა­მო, რომ უფ­რო­სი ასა­კის ხალ­ხ­თან მაქვს ურ­თი­ერ­თო­ბა. ფსი­ქი­ატ­რ­თა­ნაც დავ­დი­ო­დი, მაგ­რამ ძა­ლი­ან ცუ­დი შე­დე­გი მი­ვი­ღე. ჩე­მი ასა­კის ბავ­შ­ვებს, ზოგს ჩაც­მის სტილ­ზე, ზოგს - ქცე­ვა­ზე, ზოგ­საც შეც­ვ­ლილ და უც­ნა­ურ ვარ­ცხ­ნი­ლო­ბა­ზე ეტყო­ბა, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ბავ­შ­ვე­ბი არ არი­ან. ყვე­ლა­ზე ხში­რად ამ ფაქტს მშობ­ლე­ბი გა­ნიც­დი­ან და მტკივ­ნე­უ­ლად აღიქ­ვა­მენ. მათ არ იცი­ან, რო­გორ მი­უდ­გ­ნენ სა­კუ­თარ შვილს, ესა თუ ის პრობ­ლე­მა მათ­თან ერ­თად რომ დას­ძ­ლი­ონ. ხში­რად მშობ­ლებ­საც ემარ­თე­ბათ ის, რაც მო­ზარ­დებს. ხდე­ბი­ან ემ­პა­თი­უ­რე­ბი ანუ ვერ იგე­ბენ ან არ უნ­დათ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ სხვი­სი აზ­რი. ამ დროს უჭირთ მშობ­ლებს მო­ზარ­დის თვა­ლით და­ი­ნა­ხონ ესა თუ ის პრობ­ლე­მა. უმე­ტეს შემ­თხ­ვე­ვა­ში მო­ზარ­დის თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი ქცე­ვა იმ მი­ზე­ზით აიხ­ს­ნე­ბა, რომ სურთ, გა­მოჩ­ნ­დ­ნენ მა­თი­ვე თა­ნა­ტო­ლე­ბის თვალ­ში "კარ­გი ბი­ჭე­ბი" და "კარ­გი გო­გო­ნე­ბი". ავი­ღოთ ასე­თი მა­გა­ლი­თი: რო­დე­საც მი­დის კლა­სი გაკ­ვე­თი­ლე­ბი­დან ანუ შა­ტა­ლო­ზე, შე­საძ­ლოა, ზოგს არ უნ­დო­დეს წას­ვ­ლა, მაგ­რამ მი­დის იმი­ტომ, რომ თა­ნა­ტო­ლე­ბის თვალ­ში კარგ გო­გოდ ან ბი­ჭად წარ­მოჩ­ნ­დეს. ასეთ დროს მათ­თ­ვის თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის აზ­რი გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ვიდ­რე მას­წავ­ლებ­ლის.

- იქ­ნებ მითხ­რა, კონ­კ­რე­ტუ­ლად რა სა­კითხ­ში ვერ თან­ხ­მ­დე­ბი მშობ­ლებ­თან, გარ­და იმი­სა, რომ უფ­როს ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თობ? შე­ნი მშობ­ლე­ბიც ხომ უფ­რო­სე­ბი არი­ან, მათ­თან რა­ტომ გი­ჭირს ურ­თი­ერ­თო­ბა?

- მა­მა და დე­და ყო­ველ­თ­ვის მირ­ჩე­ვენ, ბავ­შ­ვო­ბა გა­ვა­ტა­რო ისე, რო­გორც სხვა ბავ­შ­ვე­ბი ატა­რე­ბენ, მაგ­რამ იცით, ბავ­შ­ვად არ მი­ვიჩ­ნევ თავს, რად­გან უკ­ვე გა­ვი­ზარ­დე და ვფიქ­რობ, რო­გორც ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი აზ­როვ­ნებს, ისე უნ­და ვაზ­როვ­ნებ­დე ამ ასაკ­ში...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი