"ესპანეთში გარდაცვლილი ალუდა ლიპარტელიანის საქართველოში გადმოსვენების მიზნით ალტერნატიული გზების ძიება მიმდინარეობს"

"ესპანეთში გარდაცვლილი ალუდა ლიპარტელიანის საქართველოში გადმოსვენების მიზნით ალტერნატიული გზების ძიება მიმდინარეობს"

ესპანეთში გარდაცვლილი ალუდა ლიპარტელიანის საქართველოში გადმოსვენების მიზნით ალტერნატიული გზების ძიება მიმდინარეობს, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ოჯახის წევრების მიერ ალუდა ლიპარტელიანის გაუჩინარების შესახებ პოლიციაში მიმართვისთანავე, საქართველოს საკონსულო ქ. ბარსელონაში მუდმივ კავშირში იმყოფებოდა ესპანეთის სამართალდამცავ ორგანოებთან და რეგულარულად იღებდა ინფორმაციას ა. ლიპარტელიანის ადგილსამყოფელის დადგენის შესახებ გამოძიების წარმოების თაობაზე ადგილობრივი პოლიციიდან.

• 28 მაისს სამართალდამცავი ორგანოების მიერ საკონსულოს მიეწოდა ინფორმაცია ალუდა ლიპარტელიანის ცხედრის პოვნასთან დაკავშირებით. ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, პიროვნება გარდაიცვალა დაახლოებით თვენახევრის წინ, რაც ემთხვევა მისი გაუჩინარების თარიღს.

• ინფორმაციის მიღებისთანავე საქართველოს საკონსულო ქ. ბარსელონაში ოჯახის წევრებთან კოორდინაციით დაუკავშირდა დამკრძალავ ბიუროს ალუდა ლიპარტელიანის ცხედრის საქართველოში გადასვენების პროცესის დაწყების მიზნით. სამწუხაროდ, დამკრძალავი ბიუროს ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედრის მდგომარეობის გამო, რასაც მისი ოჯახის წევრებიც ადასტურებენ, ამ ეტაპზე გარდაცვლილის ტრანსპორტირებისთვის აუცილებელი პროცედურების ჩატარება ვერ ხერხდება. კერძოდ ცხედარზე არ ზემოქმედებს არც ერთი სპეციალური საშუალება. შესაბამისად, უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფის გარეშე, ესპანური მხარე არ იძლევა თანხმობას, რათა განხორციელდეს ცხედრის ტრანსპორტირება საჰაერო გზით.

• ამ ეტაპზე გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან შეთანხმებით და საქართველოს საკონსულოს აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების მიზნით ალტერნატიული გზების ძიება", - აღნიშნულია განცხადებაში.

გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, 33 წლის ალუდა ლიპარტელიანი ესპანეთში 12 აპრილს დაიკარგა. იგი პალამოში მშენებლობაზე მუშაობდა. დაახლოებით 35-დღიანი ძებნის შემდეგ ქალაქ ჟირონას ტყეში, ხეზე ჩამოკიდებული იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მან თავი ჩამოიხრჩო. მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა, საბოლოო დასკვნა ჯერ ცნობილი არაა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი