"არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პლასტმასის ბოთლის მეორადი გამოყენება"

"არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პლასტმასის ბოთლის მეორადი გამოყენება"

მომხმარებელთა უმრავლესობა, სამზარეულოს ჭურჭლის შეძენისას ყურადღებას ამახვილებს ზომაზე, ფორმაზე, დიზაინზე, კიდევ ბევრ სხვა დეტალზე, მაგრამ იშვიათ შემთხვევაში - ჭურჭლის ქიმიურ შემადგენლობაზე, მასში საკვები პროდუქტების მომზადებისა და შენახვის მიზანშეწონილობაზე. რადგან ქვეყანაში ჭურჭლის ხარისხს არავინ აკონტროლებს, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს ბაზარი გაჯერებულია ისეთი ჭურჭლით, რომელიც დროთა განმავლობაში არაერთი მძიმე დაავადების გამომწვევ მიზეზად შეიძლება იქცეს, განსაკუთრებით - ბავშვებში.

მარინე გიორგობიანი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ექიმი-ჰიგიენისტი, ტოქსიკოლოგი:

- ჭურჭელი, რომელიც საკვების მოსამზადებლად, მის შესანახავად ან ტრანსპორტირებისთვის გამოიყენება, მკაცრ სანიტარიულ ზედამხედველობას უნდა გადიოდეს. ამას ვერ გააკონტროლებს მომხმარებელი, ეს სახელმწიფოს გასაკეთებელი საქმეა. ზოგჯერ ამბობენ, წაიკითხეთ, ეტიკეტზე რა წერია, რამდენად უსაფრთხოა, ეკოლოგიურად სუფთაა თუ არა, როგორია მისი ქიმიური შემადგენლობაო...

იხილეთ ასევე: პოლიეთილენის ბოთლებიდან წყალი ხშირად არ მიირთვათ - რა შედეგები აჩვენა ფართომასშტაბიანმა კვლევამ?

- ეს რიგითი მომხმარებლისთვის, ხშირ შემთხვევაში, ძნელად დასადგენია.

- რასაკვირველია, ამას სამედიცინო განათლება სჭირდება. ამიტომ ეს არასერიოზული დამოკიდებულებაა. პომიდვრიდან დაწყებული, ქვაბით დამთავრებული, ყველაფერი მომხმარებლებმა უნდა ვაკონტროლოთ? რასაკვირველია, ეტიკეტზე დატანილ ინფორმაციას, მის ვარგისიანობასა და უსაფრთხოებას სახელმწიფო სანიტარიული უსაფრთხოების სამსახური უნდა აკონტროლებდეს, რომელიც იმედია, მალე ამოქმედდება.

- დღეს ასეთი სამსახური თუ არსებობს?

- არ არსებობს. მოსახლეობამ არ იცის, ჭურჭელში, რომელშიც ძვირი გადაიხადა, შეიძლება თუ არა ბავშვის საკვების მომზადება. გარდა ამისა, ყოველგვარი კონტროლის გარეშე, ბაზარზე შემოსულია ძალიან ბევრი სათამაშო, საყოფაცხოვრებო ნივთი, ზოგი პლასტმასისგან, ზოგი ორგანული მინისგან არის დამზადებული. ჭურჭელში თუ ძვირს ვიხდით, არ ნიშნავს, რომ კარგია. საშიშროება ხშირ შემთხვევაში ჰიგიენური ნორმებისა და მოხმარების წესების დარღვევის გამოცაა. თანამედროვე ტაფები, ქვაბები, საკმაოდ კარგია, ნაკლები ცხიმის გამოყენების საშუალებას იძლევა, რაც ჯანსაღი კვების აუცილებელი პირობაა, მაგრამ მათი მოხმარების წესები მკაცრად უნდა დავიცვათ. თუ ჭურჭლის ზედაპირი დაზიანდა, ჩნდება საფრთხე, რომ ორგანიზმისთვის მომწამვლელი მძიმე მეტალები და მავნე ნივთიერებები საკვებში მცირე დოზებით გადავიდეს. ასეთ მეტალებს ახასიათებს ორგანიზმში დაგროვების უნარი. დროთა განმავლობაში მცირე დოზებით მისი მიღება, გარკვეული პერიოდის შემდეგ, დიდ პრობლემებს წარმოშობს.

- რომელ მეტალებს გულისხმობთ?

- ტყვია, დარიშხანი, კობალტი, საღებავები, ქრომი, ალუმინი... მცირე დოზით გროვდება ღვიძლში, ძვლებში და შემდეგ იწყება ჯანმრთელობის პრობლემები, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, კუჭ-ნაწლავზე... ბოლო დროს ბავშვებში აუტიზმმა მოიმატა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი