"ბევრ რამეს ვნანობ...არანაირად არ მინდა უკან მოვიხედო" - ნუკრი კაპანაძის დაგროვილი სათქმელი

"ბევრ რამეს ვნანობ...არანაირად არ მინდა უკან მოვიხედო" - ნუკრი კაპანაძის დაგროვილი სათქმელი

მომღერალი ნუკრი კაპანაძე 10 ივნისს სოლო კონცერტისთვის ემზადება. საღამო ერთ-ერთ კლუბში გაიმართება, სადაც მას პარტნიორობას პიანისტი ნინო გულიაშვილი გაუწევს. შესრულდება ძველი, კარგად ნაცნობი სიმღერები და ახალი, მსმენელამდე ჯერარმისული ბალადები. ქალბატონი ნუკრი შემოქმედებითი სიახლეების, წარსულისა და სამომავლო გეგმების შესახებ გვესაუბრა.

ახალი რეპერტუარი და სამზადისი კლუბური საღამოსთვის

- საკმაოდ დიდი, მრავალფეროვანი რეპერტუარი დამიგროვდა. სამწუხაროდ, დღესდღეობით არ არის იმის შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი მსმენელის წინაშე ხშირად გამოვიტანო. საკუთარი თავის "გარეკლამება" არ შემიძლია, ამ კუთხით ინერტული ვარ; თუ არ შემომთავაზებენ, ინიციატივას ვერ გამოვიჩენ... ამისათვის მენეჯერი უნდა გყავდეს, მსგავს საკითხებს ის აგვარებდეს, მაგრამ ამ კულტურამ ჩემში ვერ შემოაღწია. ბაზარი პატარაა, ფინანსებია საჭირო, გარკვეულ კონცერტებს უნდა ატარებდე, დაფინანსებას იღებდე და მერე უკვე შეძლებ მენეჯერის აყვანასაც, მეტად აქტიურობასაც. დიდი დრო მაქვს, რაც ძალიან მაწუხებს, რადგან სიმღერა, რომელსაც წერ, მღერი, დღესვე უნდა მოასმენინო აუდიტორიას. მიდევს სიმღერები, რომლებიც 3-4 წლის წინ არის დაწერილი და მსმენელამდე ჯერ კიდევ არ მისულა. თუმცა, შემდეგ, ის სიმღერა ცვლილებასაც განიცდის და ისე ირგებ, როგორც შენთვის უფრო ახლო, მისაღებია, მაგრამ მაინც ჯობია, დაწერისთანავე გამოიტანო, რადგან მასში იმ დროის სათქმელი დევს. სიმღერა ხომ შენი შინაგანი მდგომარეობაა და ის სიტყვები, რომელსაც ირჩევ, შენი სათქმელია. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ კონცერტები ხშირად არ ტარდება.

- როგორ გაითავისეთ კლუბური ატმოსფერო, ის გარემო? რამდენად კომფორტულად იგრძნობთ იქ თავს?

- შესაძლოა, ვინმეს გაუკვირდეს, რომ კონცერტს ამჯერად კლუბში ვმართავ, მაგრამ შეუძლებელიც არაფერია. უბრალოდ, რეპერტუარი ისე უნდა შეარჩიო, რომ იმ გარემოსა და სიტუაციას მოუხდეს, იქ მოსულმა ადამიანმაც ისიამოვნოს და მომღერალმაც კომფორტულად იგრძნო თავი. ზოგადად, ძალიან მიყვარს ადამიანებთან კონტაქტი. დიდი სცენის პლუსები გასაგებია, მაგრამ ისიც ძალიან საინტერესოა, როცა მსმენელი ასე ახლოს გყავს და მათ ემოციას უკეთ ხედავ, ესაუბრები. ბალადებია, რაღაცას ჰყვები, ამიტომ მინდა, რომ მაყურებელს ვუყურო და ეს ყველაფერი ისე მოვუყვე. მინდა, ჩემი თავი ასეთ სიტუაციაშიც დავინახო.

ცოცხალი მუსიკა - ვოკალი და როიალი

- დიახ, აქ არანაირი ფონოგრამა არ იქნება, მხოლოდ ერთი ინსტრუმენტი იჟღერებს - როიალი, რომელზეც ნინო გულიაშვილი დაუკრავს. იმ კომპოზიტორების სიმღერებს შევასრულებ, რომელიც აქამდეც არაერთხელ მიმღერია: ვაჟა აზარაშვილი, ნუნუ დუღაშვილი, ნუნუ გაბუნია, ნინო ჩხიკვაძე, რომელთანაც ვთანამშრომლობ. მოკლედ, რეპერტუარს ისე დავაწყობ, რომ ხასიათები იცვლებოდეს. ნინო ჩხიკვაძის ახალი სიმღერაც შესრულდება, პრემიერა შედგება.

წინასაკონცერტო ეიფორია და მღელვარება

- ეს სიმღერები იმდენადაა გამჯდარი ჩემში, რომ ბევრი რეპეტიცია ნამდვილად არ სჭირდება და მღელვარებაც ალბათ, ნაკლებია. როდესაც მიკროფონთან დგები, ყველაფერი თავისით მოდის და თვითონაც ვერ ხვდები, ისე მიდის ყველაფერი თავის რიტმში. წინასწარ არ ვფიქრობ. იმპროვიზაციები იქნება და შესაძლოა, რაღაცები გზადაგზა შევცვალო, ზოგჯერ რომელიმე სიმღერის შესრულებას განსაკუთრებულად მთხოვენ ხოლმე და შეიძლება, ასეც ვიმღერო.

წარმატებული პროექტი რუსთაველის თეატრში

- ეს ჩემთვის მართლაც, ყველაზე მთავარი და სერიოზული კონცერტი იყო. ორი წლის წინ, აპრილში ჩავატარეთ. კომპოზიტორი ნინო ჩხიკვაძე გახლდათ, პიანისტი კი ნინო გულიაშვილი და 11 ახალი სიმღერა შესრულდა - ორი როიალი და ვოკალი. კონცერტს "რეპეტიცია" დავარქვით - ვგიჟდებით რეპეტიციაზე. ამის შემდეგაც, შემოქმედებითი კუთხით, სულ სიახლეების ძიებაში ვართ, ახალ სათქმელს ვეძებთ, ახალ სიმღერებს ვქმნით, წინ კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი