კორპორაცია "მაიკროსოფტი" გეგმავს, მხარდაჭერა შეუწყიტოს უამრავ ძველ აპლიკაციას. პირველი ივლისიდან კომპანია პოპულარულ მესენჯერ ”სკაიპს” ოპერაციული სისტემისთვის windows Phone 8, 8.1 და Windows RT გააუქმებს. ამჟამად კორპორაცია ახორციელებს ”სკაიპის” ერთრანგიან ქსელ P2P-ზე გადაყვანას. ამიტომ, მესენჯერის ძველი ვერსიები აღარ იმუშავებენ.
”სკაიპის” ძველი ვერსიების გათიშვა მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან ამის შესახებ ”მაიკროსოფტი” ჯერ კიდევ 2016 წელს საუბრობდა. მათთვის, ვისაც არ სურს პროგრამის ახალ ვერსიაზე გადასვლა, ”მაიკროსოფტის” სპეციალისტები ურჩევენ, ვებ-ვერსიის გამოყენება დაიწყონ.
მომზადებულია planet-today.ru-ს მიხედვით.