ნიკა გვარამიამ თანამდებობა დატოვა

ნიკა გვარამიამ თანამდებობა დატოვა

"რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ტელეკომპანიის თანამშრომლები ადასტურებენ.

არსებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება გვარამიამ არხის თანამშრომლებს საგანგებო თათბირზე გააცნო.

ნიკა გვარამია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი 2012 წლის ბოლოს გახდა. მანამდე მას საქართველოს ხელისუფლებაში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ თანამდებობა დატოვა ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა, მის თანამდებობაზე კი ჟურნალისტი ნოდარ მელაძე დანიშნეს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი