საგანგაშო პროგნოზი - "30 წელიწადში საქართველოს წყლის სერიოზული დეფიციტი ექნება"

საგანგაშო პროგნოზი - "30 წელიწადში საქართველოს წყლის სერიოზული დეფიციტი ექნება"

ამ დღეებში, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, 2 ჰესის მშენებლობა დაიწყო, მათი სახელწოდებაა - "მესტიაჭალა1" და "მესტიაჭალა2".

ამ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროექტს "საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია" ახორციელებს. ჰესების მშენებლობას ჩვენი საზოგადოების ნაწილი უარყოფითად აფასებს, თუმცა ენერგეტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი ჰესების გარეშე ჩვენ არ გვექნება მზარდი ეკონომიკა და ქვეყანა სათანადოდ ვერ განვითარდება. ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დოქტორ მირონ ფირცხელანის თქმით, საქართველოში ჰესების მშენებლობა გარდაუვალი და აუცილებელი პროცესია.

"ახლა უნდა ვიზრუნოთ, როგორ მივიღოთ უსაფრთხო ელექტროენერგია. ჩემი აზრით, მცირე და საშუალო ჰესების აგება ამ მიზნის მისაღწევად ყველაზე ოპტიმალური და საუკეთესო გზაა, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ჰესის მშენებლობისას ეკოლოგიურ ნორმებსაც დაიცავენ და ყველაფერი მოსახლეობასთან იქნება შეჯერებული. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ენერგიის დეფიციტი აქვს, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ჩვენი ჰიდრორესურსი ბოლომდე აითვისოს. პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეებს უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ამ საქმეში ჩაერთონ. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს, რომ ენერგეტიკა განვითარდეს და ამით საქართველოს მოქალაქეებმა მაქსიმალური მოგება მიიღონ", - აღნიშნავს მირონ ფირცხელანი.

მისი შეფასებით, ჩვენი მოსახლეობა ელექტროენერგიას შეღავათიან ფასში მხოლოდ მაშინ მიიღებს, როცა ბაზარზე ჭარბი ელექტროენერგია გაჩნდება.

"დღეს ჩვენ ელექტროენერგიის დეფიციტი გვაქვს, ამას ხელს უწყობს ჩინოვნიკთა ინტერესები და ის, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არის მონოპოლიური ბაზარი, რაც ჩვენი უპირველესი პრობლემაა. მხოლოდ 2 კომპანიას აქვს უფლება ელექტროენერგია გაყიდოს. ადამიანი ჩადებს ამ საქმეში ფულს, დიდი გაჭირვებით ააშენებს ელექტროსადგურს და როცა რეალიზაციას დაიწყებს, ხედავს, რომ გასაღების ბაზარი უკვე დაკავებულია. ეს ძალიან დიდი დაბრკოლებაა მეწარმეებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ მცირე და საშუალო ჰესები ააგონ. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ბუნება ასეთ ჰესებს უფრო აიტანს. ყველაზე იაფი რესურსი, რომელიც საქართველოს აქვს, არის წყალი, არადა, ამ რესურსის გამოყენების კოეფიციენტი 10-15%-ს არ აღემატება. ეს კი, ძალიან ცუდი მაჩვენებელია", - აღნიშნავს მირონ ფირცხელანი.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი