სავენახე მიწის ფასები საქართველოს კუთხეების მიხედვით - რა თანხა დაგჭირდებათ მეღვინეობის დასაწყებად

სავენახე მიწის ფასები საქართველოს კუთხეების მიხედვით - რა თანხა დაგჭირდებათ მეღვინეობის დასაწყებად

როგორც რეალობამ გვაჩვენა, განსაკუთრებით ისეთი ღვინის კომპანიები და მცირე მარნები ვითარდებიან, სადაც საწყისი კაპიტალი არა ერთმა ადამიანმა, არამედ თანამოაზრეთა ჯგუფმა ჩადო. ეს ხერხი, გარდა იმისა, რომ ერთი კონკრეტული მოწილისათვის ხარჯებს შეამცირებს, პრაქტიკული ხერხია თუნდაც იმისათვის, რომ საქმე შუა გზაზე არ გაჩერდეს. მაგალითად, თუკი მოხდა ისე, რომ ღვინის მარნის ხუთი დამფუძნებლიდან ერთს ან ორ ადამიანს ფინანსური პრობლემები შეექმნა, დანარჩენი სამი რთულად, მაგრამ მაინც შეძლებს საქმის გაგრძელებას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სახსრებშემოლეულ მარტოკაც მევენახეს კი, თავისი ვენახისა და მარნის გაყიდვის გარდა, სხვა გამოსავალი აღარ დარჩება.

პარტნიორებად ასევე შეიძლება სხვადასხვა ქართული თუ უცხოური, აგრარული სექტორით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა. ეს ფინანსურად ხელის წაშველების გარდა, თქვენი ღვინის შემდგომ პოპულარობასაც ხელს შეუწყობს. ამ შემთხვევაში, ყველაფერი ძალზედ მარტივად არის. მთელს მსოფლიოში ადამიანები განსაკუთრებით ისეთ პროდუქციას ყიდულობენ და ენდობიან, სადაც მწარმოებლებს შორის ცნობილი და წელგამართული ქვეყნების წარმომადგენელი ორგანიზაციებიც არიან ჩართულნი. ერთი სიტყვით, კარგი ვენახისა და შემდგომში მარნის მოსაწყობად, კარგი პარტნიორები სასურველი და ხშირ შემთხვევაში აუცილებელია.

რა ღირს ერთი ჰექტარი სავენახე მიწა?

არ არსებობს ადამიანი, რომელიც ამ კითხვაზე ერთ, ზუსტ და ლაკონურ პასუხს გაგცემთ, რადგან სავენახე მიწის ფასი ჩვენი ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში სხვადასხვაგვარია. გარდა ამისა, რასაკვირველია, მიწას ერთი ფასი არც კონკრეტულად ერთ რეგიონში, ვთქვათ, კახეთში არ ექნება. ბუნებრივია, ერთი ფასი ვერ ექნება მიწას საგარეჯოში და ფაფრის მინდვრებზე, კონდოლში და ართანაში, კარდანახსა და კაჭრეთში... გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს, მიწას სახელმწიფოსგან ყიდულობ თუ კერძო პირისგან და შეძენილ მიწაზე ადრე რა ტიპის კულტურები მოჰყავდათ.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი