"აქსისი" ვაკეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"აქსისი" ვაკეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომპანია "აქსისი" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს დეველოპერული კომპანია "აქსისის" ინფორმაციით, პირი, რომელიც კომპანიის ერთ-ერთ შენობაში შეიჭრა, მათი თანამშრომელი არასოდეს ყოფილა.

როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, გარეშე პირი, რომელიც ცდილობდა დაცულ ტერიტორიაზე შესვლას, მას შემდეგ, რაც ფიზიკურად დაუპირისპირდა დაცვის წარმომადგენელს, დაუსხლტა მას და მაღალსართულიანი მშენებლობის ზედა ნაწილისკენ გაიქცა.

"თვითმხილველთა თქმით, გარეშე პირი იმყოფებოდა ძლიერი თრობის ქვეშ.

ტერიტორიის დაცვის სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენელთა ერთობლივი ძალისხმევით მოხერხდა მოქალაქის მაღალი სართულის მოაჯირიდან დაშორიშორება და ჩამოყვანა.

საპატულო პოლიციის მიერ იგი გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში.

მიმდინარეობს ინციდენტის შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. კომპანია "აქსისი" თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებასთან.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელდა სიმართლესთან შეუსაბამო ინფორმაცია, კერძოდ, რომ "აქსისის" მშენებარე ობიექტიდან კომპანიის მუშა ცდილობდა გადმოხტომას.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მომხდარ ინცინდეტში მონაწილე პირი არასდროს ყოფილა "აქსისის" არც პირდაპირ დაქირავებული სპეციალისტი და არც ქვეკონტრაქტორი კომპანიების თანამშრომელი.

"აქსისი" სინანულს გამოთქვამს არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო და იმედს იტოვებს, რომ წინამდებარე განცხადების გავრცელებისთანავე, მედია მკითხველს, მსმენელს თუ მაყურებელს რეალურ ინფორმაციას მიაწვდის", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი