ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ კახეთის რეგიონი დააზარალა

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ კახეთის რეგიონი დააზარალა

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ კახეთის რეგიონი დააზარალა. სეტყვამ განსაკუთრებული ზიანი საგარეჯოს რაიონს მიაყენა. არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა სეტყვა საგარეჯოსა და მის მიმდებარე სოფლებში. სეტყვის შედეგად განსაკუთრებული ზიანი მიადგა სოფელ გიორგიწმინდას. ამ დროის მონაცემებით, განადგურებულია სახნავ-სათესები და ვენახები.

კახეთის რეგიონის მასშტაბით, მობილიზებულია მუნიციპალური მობილური ჯგუფები. ჯერჯერობით უცნობია ზარალის ოდენობა.

იხილეთ ვიდეო: სეტყვა და ძლიერი წვიმა რეგიონებში - კადრები სოფლებიდან, რომლებსაც უამინდობამ ზიანი მიაყენა

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი