ირაკლი ქადაგიშვილი - "დელტას" სისტემა მუშაობს ახმეტის, გურჯაანის და თელავის მუნიციპალიტეტებში, რადგან სეტყვის განსაკუთრებული საშიშროებაა

ირაკლი ქადაგიშვილი - "დელტას" სისტემა მუშაობს ახმეტის, გურჯაანის და თელავის მუნიციპალიტეტებში, რადგან სეტყვის განსაკუთრებული საშიშროებაა

ძლიერი სეტყვის საშიშროებაა ახმეტის, გურჯაანის და თელავის მუნიციპალიტეტებში. როგორც "ინტერპრესნიუსს" კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის დასეტყვილია ქალაქი საგარეჯო და სოფელი გიორგიწმინდა. მისივე განცხადებით, ზარალის ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა აქტიურად მუშაობენ მუნიციპალური მონიტორინგის ჯგუფები, რომლებიც ინფორმაციას გუბერნატორის აპარატს აწვდიან.

ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო სამხედო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრმა "დელტამ" 30 რაკეტა ისროლა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, თუმცა მოგვიანებით საჰაერო ნავიგაციამ პროცესი გააჩერა. გუბერნატორის ინფორმაციით, რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებში ღრუბლების განეიტრალების პროცესი მიმდინარეობს.

"ამჟამად "დელტას" სისტემა მუშაობს ახმეტის, გურჯაანის და თელავის მუნიციპალიტეტებში, რადგან სეტყვის განსაკუთრებული საშიშროებაა. ფაქტობრივად ყოველ მესამე დღეს გვიწევს სეტყვათან ბრძოლა. ჯერჯერობით ზარალზე ვერაფერს გეტყვით. მუდმივი მონიტორინგი გვაქვს, რაიონებიდან მუდმივად ვაგროვებთ ინფორმაციას", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი