მცხეთასთან ავტომანქანა ჯებირს შეეჯახა და აალდა - დაშავებულია ორი ადამიანი

მცხეთასთან ავტომანქანა ჯებირს შეეჯახა და აალდა - დაშავებულია ორი ადამიანი

მცხეთასთან ახლოს ავტომანქანა დაიწვა. ავტომანქანა ჯებირს შეეჯახა, რის შემდეგაც აალდა. ადგილზე საპატრულო პოლიციასთან ერთად, მობილიზებული იყო სახანძრო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მეხანძრეებმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე შეძლეს.

ავტომობილში 3 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ორი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, დაზარალებულებს მსუბუქი დამწვრობა აღენიშნებათ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია