რუსთავის ავტობაზრობაზე გასაყიდი მანქანები დაისეტყვა

რუსთავის ავტობაზრობაზე გასაყიდი მანქანები დაისეტყვა

ძლიერი წვიმისა და თითქმის 15-წუთიანი სეტყვის შედეგად რუსთავში რამდენიმე უბანი დაიტბორა.

"ფალიაშვილის ქუჩა დაიტბორა, თუმცა ქუჩა უკვე გაწმენდილია. სანიაღვრე სისტემამ კარგად იმუშავა. ცხელი ხაზი მუშაობს, შემოვა ინფორმაცია და ამის შემდეგ განვსაზღვრავთ ზარალს. პირველადი დათვალიერებით დაიმტვრა ხეები და დაზიანდა ავტომანქანები", - განაცხადა რუსთავის მერმა.

ძლიერმა სეტყვამ რუსთავში, ავტობაზრობის ტერიტორიაზე მდგომი სარეალიზაციო მანქანებიც დააზიანა. როგორც მეპატრონეები აცხადებენ, ზარალი ასეულობით ლარს შეადგენს.

"ნამდვილი წარღვა იყო. არ ვიცი რა გვეშველება. ბანკიდან 30 ათასი პროცენტიანი ვალი მაქვს გამოტანილი. ყველა მანქანა თავიდანაა შესაღები. შენაღებ მანქანას კი ნახევარ ფასადაც ვერ გავყიდი. ძალიან ცუდ დღეში ვარ. მარტო მე კი არ ვარ ასეთ მდგომარეობაში, ყველა მანქანის მეპატრონე, რომელიც აქ დგას, ასეთ დღეშია.

სეტყვა რომ დაიწყო ადგილზე ვიყავი. გადავაფარე კიდეც, მაგრამ იმხელა ყინული მოდიოდა ვერაფერი ვუშველე", - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

დასეტყვილი მანქანების ამსახველი ფოტოები "ქვემო ქართლის ტელევიზიის" ფეისბუქის გვერდზე ვრცცელდება.

წყარო: Tv kve

mo kartli

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია