როგორია თრუსოს ხეობაში მყოფი სტუდენტების მდგომარეობა

როგორია თრუსოს ხეობაში მყოფი სტუდენტების მდგომარეობა

თრუსოს ხეობაში მყოფი სტუდენტები თავს კარგად გრძნობენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ყაზბეგის გამგებელმა გივი ქირიკაშვილმა განუცხადა.

გამგებლის ინფორმაციით, სტუდენტები მესაზღვრეებმა მოინახულეს და მათ რაიმე ტიპის პრობლემა არ აქვთ. რაც შეეხება სატელეფონო კავშირის არ არსებობას, გივი ქირიკაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია მობილური კავშირგაბმულობის დაფარვის ზონაში არ არის, შესაბამისად, მათთან დაკავშირება ამ მიზეზით ვერ ხერხდება.

"მესაზღვრეებმა მოინახულეს სტუდენტები და ისინი თავს კარგად გრძნობენ. სტუდენტები სოფელ აბანოში არიან. ამ ადგილზე კავშირგაბმულობა არ არის და ტელეფონიც არ მუშაობს, შესაბამისად, ვერ ხდება მათთან კომუნიკაცია. ოჯახის წევრები ინფორმირებულები იყვნენ, რომ მათთან დაკავშირება დღენახევრის განმავლობაში ვერ მოხერხდებოდა, თუმცა, უამინდობის გამო, მაინც მოხდა სტუდენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმება", - განაცხადა გივი ქირიკაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი