აღმოაჩენილია ერთ ტონამდე დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი - აგრარული ბაზრების შემოწმების შედეგები

აღმოაჩენილია ერთ ტონამდე დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი - აგრარული ბაზრების შემოწმების შედეგები

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის სპეციალისტებმა აგრარული ბაზრები და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტები შეამოწმეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათი ცნობით, შემოწმების შედეგად სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინა.

"შემოწმების შედეგად სააგენტომ ერთ ტონამდე დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი აღმოაჩინა, რომელსაც არ ახლდა ვეტერინარული მოწმობა "ფორმა N2". დარღვევებისთვის 3 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა. დაუდგენელი წარმომავლობის ხორცი ამოღებულია რეალიზაციიდან და სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება", - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი