მიხეილ თათარიშვილის მამა - შს მინისტრი ამბობს, რომ „ჩადებები“ არ ხდება, მინისტრს ან სძინავს, ან უწყებას ვერ ხელმძღვანელობს და უმჯობესია წავიდეს

მიხეილ თათარიშვილის მამა - შს მინისტრი ამბობს, რომ „ჩადებები“ არ ხდება, მინისტრს ან სძინავს, ან უწყებას ვერ ხელმძღვანელობს და უმჯობესია წავიდეს

ყველაზე მთავარი ფიგურანტები ამ „ჩადებაში“ არიან გივი მაისურაძე, პავლე მაჭარაშვილი და დავით ლობჟანიძე. ეს გამომძიებლები უკვე დაიკითხნენ და მათ სრული სიცრუე ისაუბრეს, - განაცხადა დაკავებულ მიხეილ თათარიშვილის მამამ ლადო თათარიშვილმა. მისივე თქმით, უცნაურია, როდესაც ქვეყანაში ასეთი „ჩადებები“ ხდება და შს მინისტრი ამბობს, რომ „ჩადებები“ არ ხდება.

„მინისტრს ან სძინავს, ან უწყებას ვერ ხელმძღვანელობს და უმჯობესია წავიდეს მინისტრობიდან", - განაცხადა მიხეილ თათარიშვილის მამამ.

საქალაქო სასამართლოში მიხეილ თათარიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც ბრალდების მოწმეები იკითხებიან. მიხეილ თათარიშვილი საქართველოს პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის მეგობარია. მას 18 აბი სუბოტექსის შეძენა-შენახვა ედება ბრალად.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი