აჭარას რუსი ბლოგერები სტუმრობდნენ

აჭარას რუსი ბლოგერები სტუმრობდნენ

აჭარას რუსი ბლოგერები სტუმრობდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონს 10-მდე რუსი ბლოგერი სტუმრობდა. ოთხდღიანი მედიატურისას მონაწილეები აჭარის საზღვაო ტურისტულ პროდუქტებსა და მთიანი აჭარის ტურისტულ ღირშესანიშნაობებს გაეცნენ. ბლოგერებმა დაათვალიერეს მტირალას ერონული პარკი, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე, კურორტი გოდერძი და მწვანე ტბა. მათ აჭარაში ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს და კერძების მომზადების მასტერკლასებში თავადაც მიიღეს მონაწილეობა.

ივნისის ბოლომდე ბლოგერები აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს მკითხველებს გაუზიარებენ. სოციალურ ქსელებში მათი მიმდევრების რაოდენობა 15 000 -დან 129 000-მდე მერყეობს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ჟურნალისტებსა და ბლოგერებს რეგიონში 16 ქვეყნიდან იწვევს. აჭარას ამ ეტაპზე უკვე 80-მდე ჟურნალისტი სტუმრობდა. კვირის ბოლომდე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გერმანელი ჟურნალისტების პრესტურსაც გაუწევს ორგანიზებას.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი