"არ დაივიწყო 13 ივნისი!" - სოლიდარობის აქცია მზიურში

"არ დაივიწყო 13 ივნისი!" - სოლიდარობის აქცია მზიურში

2017 წლის 13 ივნისს 2 წელი სრულდება თბილისის 13 ივნისის სტიქიიდან, რომელმაც ქალაქი შეცვალა. 13 ივნისის ტრაგედიამ თბილისის დიდი ნაწილი გააერთიანა. უეცრად მოვარდნილმა წყალმა ვერეს ხეობა წალეკა, დაინგრა სახლები, ზოოპარკი და რაც ყველაზე სამწუხაროა, დაიღუპნენ ადამიანები. ახალგაზრდა გოგო-ბიჭები, პატრული, მაშველი, სპორტსმენი - ყველა დაზარალებულთა გადარჩენას ცდილობდა... მათი სახით თბილისს ახალი გმირებიც შეემატა.

სტიქიიდან 2 წლის თავზე, მზიურში კვლავ შეიკრიბებიან ახალგაზრდები - ამჯერად, ტრადიციის დასამკვიდრებლად. "ფეისბუქზე" შეიქმნა ჯგუფი "არ დაივიწყო 13 ივნისი!", რომელიც ყველა მსურველს ეპატიჟება სოლიდარობის აქციაში მონაწილეობის მისაღებად:

"2015 წლის 13 ივნისს მოხდა დიდი ტრაგედია ჩვენს ქალაქში. სტიქიამ 24 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ეს იყო დღე, როდესაც ორი ემოცია დაგვეუფლა - პირველი იყო შიში, სტიქიის შიში, რომელიც მარტოს გტოვებს ბუნებასთან და მეორე სოლიდარობა, რომელმაც გაგვაერთიანა.

2015 წლის ივნისის მოვლენებიდან ორი წლის თავზე, მეგობრების ჯგუფმა გადავწყვიტეთ დავამკვიდროთ ტრადიცია და პატივი მივაგოთ გარდაცვლილთა ხსოვნას.

გვსურს, რომ ერთად დავდგეთ კვლავ და ვაქციოთ 13 ივნისი სოლიდარობის დღედ! დღეს, 12 ივნისს, საღამოს 21 საათზე ყველას გელოდებით მზიურის ამფითეატრში.

P.S. ვისაც შეგიძლიათ, წამოიღეთ დეკორატიული სანთლები", - ვკითხულობთ ჯგუფში გავრცელებულ განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი